„ვაშაძეს მოვუწყობთ ჯოჯოხეთს“ – სანდრო ბრეგაძე
„ქართული მარში“ 31 ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე აქციებს აანონსებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, ორშაბათს ზუგდიდში გრანდიოზული აქცია იქნება.
„ორშაბათს ზუგდიდში გრანდიოზული აქცია გვექნება, ასევე სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში. ქუთაისშიც. დავით გარეჯის გამყიდველ გრიგოლ ვაშაძეს, ჯოჯოხეთს მოვუწყობთ და ვაგებინებთ პასუხს თავის მოღალატეობრივ ქმედებაზე. აქციები ხშირად იქნება. ვამხელთ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. ქართველი ერი დაინახავს ვინ ვინ არის,“- განგვიცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, „ქართული მარშის“ წევრებმა გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისთან აქცია გამართეს.
კომენტარი