"ე.ი. მანქანა მიყვანილია შემდგომში და ძალიან ბევრი კითხვებია იმ კომპიუტერთან დაკავშირებითაც" - ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. კითხვები აქვთ ოჯახის ადვოკატსა და დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზაში მონაწილეობდნენ.
უფლებადამცველი ეჭვს გამოთქვამს, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა თამარ ბაჩალიაშვილის საძიებო სამუშაოები.
"თუ იყო დათვალიერებული ადგილი, სადაც იყო აღმოჩენილი, თუ მიმდინარეობდა, რატომ ვერ იპოვნეს, იმიტომ რომ ისეთი სივრცეა, რომ შეუძლებელია ვერ აღმოეჩინათ, მაგრამ თუ მიმდინარეობდა და ვერ აღმოაჩინეს, ე.ი. მანქანა მიყვანილია შემდგომში და ძალიან ბევრი კითხვებია იმ კომპიუტერთან დაკავშირებითაც", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.
კომენტარი