მნიშვნელოვანი პროექტები ზუგდიდში - 2013-2018 წლები
მნიშვნელოვანი პროექტები ზუგდიდში - 2013-2018 წლები
• შეიქმნა 15 საწარმო
• გაფართოვდა 16 საწარმო
• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 168 პროექტი
• რეაბილიტირდა 41 სკოლა
• უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 43 სკოლის 3805 მოსწავლე
• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით
• აშენდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
• აშენდა 1 და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში
• საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 343-მა პირმა
• დაფინანსდა 32 ხეხილის ბაღის გაშენება
• შეიქმნა 27 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
• აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 4138-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი
• ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში თხილის კვლევა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ადგილობრივ დონეზე.
• პროექტ "მობილური ექსტენციის" ფარგლებში ფარგლებში 27 სოფელში 14500-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია;
• კოლხური ბზის გაშენების ხელშეწყობისთვის შეიქმნა სასათბურე მეურნეობა სოფელი რუხში
• რეაბილიტაცია ჩაუტარდა პოლიციის 2 შენობას
• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება
• ბინა გადაეცა 867 დევნილ ოჯახს
• სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 388 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“ )
• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 964 დევნილ ოჯახს
• ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახისთვის 6 კორპუსი შენდება
• ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
• შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა
• ზუგდიდში გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი
• 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი
• აშენდა ამბულატორია განმუხურსა და ინგირის თემში
• სრულდება მრავალპროფილიანი, საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა სოფელ რუხში
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 1 163-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 2 853 900 ლარი
• რეაბილიტირდა 95 კმ გზა
• აშენდა და რეაბილიტირდა 77 ხიდი
• განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები ზუგდიდსა და ანაკლიაში o აშენდა ანაკლიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა o მიმდინარეობს ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა
• კეთილმოეწყო ბულვარი ზუგდიდის ცენტრში
• მოეწყო გარე განათების სისტემა - ქალაქ ზუგდიდის ყველა ქუჩა და ჩიხი განათებულია
• ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა კომპლექსის ე.წ. ,,ნიკოსეული სასახლე“
• სრული რეაბილიტაცია უტარდება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს
• ზუგდიდში მიმდინარეობს
-თეატრის რეაბილიტაცია
-ყინულის სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი
- ჭადრაკის სასახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია
- უეფას მე-3 კატეგორიის ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა
• მოეწყო რაგბის მოედნები, საფეხბურთო მინი სტადიონები და მოედნები
• რეაბილიტრდა ძალოსნობისა და ძიუდოს დარბაზები
• რეაბილიტირდა ზუგდიდის სპორტკომპლექსი
• ზუგდიდში გაზიფიცირდა 40 898 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება
• გაიხსნა იუსტიციის სახლი
• გაიხსნა სამეგრელოს რეგიონული არქივი ზუგდიდში
• გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში -ორსანტიასა და რუხში
• გაიხსნა ქორწინების დარბაზი
• 66 უსახლკარო ოჯახს აუშენდა საცხოვრებელი სახლი
• გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრები
• ანაკლიაში აშენდება ღრმაწყლოვანი პორტი
• გაიხსნა რუხის სავაჭრო ცენტრი.
კომენტარი