კენედის კლანი აშშ-ს პოლიტიკაში ბრუნდება
იაპონიის მთავრობამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების ახალი ელჩი ტოკიოში, გარდაცვლილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ქალიშვილი კეროლაინ კენედი ხდება.
იაპონიის მთავრობის ვარაუდით ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ა.შ.შ სთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.
1963 წელს ჯონ კენედის მკვლელეობის დროს კეროლაინი ხუთი წლის იყო. მან მიიღო იურიდიული განათლება, ცნობილია როგორც მწერალი, ხელმძღვანელობს რადას არაკომერციულ ორგანიზაციას. კეროლაინ კენედი ბარაკ ობამას აქტიური მხარდამჭერი იყო საარჩევნო კომპანიის 2008 2012 წლებში. იგი აპირებდა ნიუ იორკში სენატორის პოსტისთვის ბრძოლას, თუმცა შემდგომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. ამ დრომდე იაპონიაში ელჩის თანამდებეობას პრეზიდენტ ობამას ახლო მეგობარი და მისი კამპანიის დამფინანსებელი, ბიზნესმენი ჯონ რუსი იკავებს.
კომენტარი