სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კაი ხნის უკან მოგკლავდი... და დეპუტატია. ნაწილებად დაგლიჯავენ, მე რომ რამე დამემართოს, ისინი მოგ… პატრონს“ – ახალი ჩანაწერი ყაზახი ქალის მკვლელობის საქმეში

საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმეში კიდევ ერთი ჩანაწერი ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ასელ აიტპაევასთან კონფლიქტს მის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ბესო თორდუა თავადაც იწერდა.

ჩანაწერის მიხედვით, კაცი ყაზახ ქალს „პროკურორი ძმის“ და „დეპუტატი დის“ სახელით ემუქრება, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ბესო თორდუა სინამდვილეში არც და ჰყავს და არც ძმა.

„კიდევ ერთხელ გეუბნები, არ გამომიყვანო წყობილებიდან. გთხოვ უბრალოდ, არ გამომიყვანო წყობიდან. შენ ქალი ხარ, კაცი რომ ყოფილიყავი უკვე კაი ხანია გაგისწორდებოდი. კაი ხნის უკან მოგკლავდი, მაგრამ შენ ქალი ხარ, ხელს ვერ ავწევ. ყველაფერი ჩაწერილია, მე ძაღლებისთვის კი არ ვიწერ, მოწმეებისთვის ვიწერ. ხალხმა რომ გაიგოს, მე ის კაცი არ ვარ. მე ძმა ძაღლი მყავს. ის პროკურორია უფრო სწორედ. ის მეუბნება ძაღლი არ ვარ, პროკურორი ვარო, ერთო ყ..ეა. მე შენ ჩემი და განახე, ის დეპუტატია. რამდენჯერ უნდა განახო. ნაწილებად დაგლიჯავენ, ისე რომ წასვლა ვერ მოასწრებ თვითმფრინავამდე. მე რომ რამე დამემართოს, ისინი მოგ… პატრონს. ფეხის აწევას ვერ მოასწრებ, გაფრენაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100