სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ სააკაშვილი 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, ვეღარ გაუძლებს და მოკვდება - ექიმი სასამართლოზე

თუ სააკაშვილი 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, ვეღარ გაუძლებს და მოკვდება - ამის შესახებ ექიმმა თენგიზ წულაძე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

თენგიზ წულაძე მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას მეოთხე დონის კახექსიად აფასებს და ამბობს, რომ ეს დაავადება სიმძიმით სიმსივნეს უტოლდება.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100