სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტში პრეზიდენტის წარდგომას მინისტრთა უმრავლესობა არ დაესწრება

სამთავრობო გუნდს პრეზიდენტის მოსმენა ჯერ არ გადაუწყვეტია. ამის შესახებ განცხადებები მინისტრთა კაბინეტში დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა. კითხვაზე დაესწრებიან თუ არა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს, მინისტრთა უმეტესობამ უპასუხა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით ის პარლამენტში პრეზიდენტის მოსასმენად იმ შემთხვევაში მივა თუ უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ ექნება.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს: სოზარ სუბარი ამ ეტაპზე სააკაშვილის მოსასმენად პარლამენტში მისვლას არ გეგმავს. მოუსმენს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, არც ენერგეტიკის მინისტრს გადაუწყვეტია.

"წინასწარ ვერ გეტყვით, მივალ თუ არა პარლამენტში, მაგრამ იყო საუბარი, რომ როცა პარლამენტს დაუბრუნდებოდა ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტისგან წართმეული ჰქონდა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პირველ პირს მოუსმენდა, თუმცა ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა კახი კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100