სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი სესიაშვილს თავისი სიტყვები უკან მიაქვს და „ემოციურ ფონს“ იმიზეზებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სახემ, უსფრთხოების პოლიტიკის ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა უკან წაიღო თავისი სიტყვები, სადაც ის ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის დეტალებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში მიხეილ სააკაშვილის მიერ ამერიკელებთან ერთად დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ და ამის შესეხებ დაგვიანებით გახდა ცნობილი.

ირაკლი სესიაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც მან ზემოთაღნიშნული მოსაზრებები გამოთქვა, „ემოციური ფონით იყო განპირობებული“.

როგორც ჩანს, განცხადების გავრცელების დირექტივა სესიაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერისგან მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა განცხადებამ მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია სოციალურ ქსელებში და სესიაშვილი „ქართველ ჯარისკაცთა ცხედრებით პოლიტიკურ ვაჭრობაში“ დაადანაშაულეს.

რეაქციით შეშფოთებულმა სესიაშვილმა ემოციური ფონი მოიშველია და აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები განეკუთვნებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას და არა „ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს“, თუმცა, მისი ამ მტკიცების მიუხედავად, ფაქტია, რომ სესიაშვილი ავღანეთში ამერიკელებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის მიერ თითქოსდა დაგეგმილ ოპერაციაზე“ საუბრობდა.

კომენტარი, რომელიც ირაკლი სესიაშვილმა „რეზონანსს“ მისცა, ასე გამოიყურება:

"სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ერთობლივი სპეცოპერაცია მოაწყო და მაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი ჯარისკაცები სწორედ ამ სპეცოპერაციას შეეწირნენ, თუმცა დეტალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს, ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო დაუგეგმავი სპეცოპერაციის დროს ან კიდევ სააკაშვილის პიარის საჭიროებისთვის”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100