7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - დღეს მოვლენები თქვენს სასარგებლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ სახლში უმოქმედოდ არ დაჯდებით და შეეცდებით სათანადოდ გამოიყენოთ ყველა მოცემული შესაძლებლობა.
კურო - დიდი ყურადღებით მოეკიდეთ იურიდიულ დოკუმენტებს. მაღაზიაში გამყიდველის რჩევები გაითვალისწინეთ, კონსულტანტი თქვენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით. შესაძლოა, დღის ბოლოს ექიმთან ვიზიტი მოგიწიოთ.
ტყუპები - დღეს ჩვეულებრივი მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. არ არის გამორიცხული, პრობლემები შეგექმნათ დოკუმენტებთან, ან თანამშრომლებთან. საქმიანობაში დამხმარე დაგჭირდებათ.
კირჩხიბი - თავისუფლად შეგიძლიათ ენდოთ თქვენს შინაგან ხმას. თუ ცუდი მძღოლი ხართ, ვარსკვლავები დღეს საჭესთან დაჯდომას არ გირჩევთ, ვინაიდან, საგზაო საცობებმა შეიძლება სრულ ისტერიკამდე მიგიყვანოთ.
ლომი - დღეს შრომისმოყვარეობას აუცილებლად დაგიფასებენ. ვარსკვლავები საღამოს გატარებას მეგობრების წრეში გირჩევენ. კრიტიკულ სიტუაციებში თავს უსარგებლო არგუმენტებით ნუ გაიმართლებთ.
ქალწული - კარგი იქნება თუ მოზღვავებულ აგრესიას შეიკავებთ და თავს აარიდებთ უთანხმოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორთან სამუდამოდ დამშვიდობება მოგიწევთ.
სასწორი - დღის პირველ ნახევარში მოგეცემათ შანსი, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. შესაძლოა დაიძაბოს ურთიერთობა თქვენს მეორე ნახევართან, კერძოდ კი მეუღლესთან. თავი აარიდეთ უცნობ ადამიანებთან კონტაქტს.
მორიელი - დაძაბული დღე გექნებათ, ამიტომ თავი აარიდეთ ყოველგვარ პროვოკაციულ სიტუაციებს. გამოიჩინეთ შემწყნარებლობა.
მშვილდოსანი - დღეს ნებისმიერი წვრილმანი შესაძლოა დიდ პრობლემად გადაგექცეთ. არ აყვეთ თქვენს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და აგრესიას.
თხის რქა - დღეს ნებისმიერ საქმიანობაში წარმატება გელით. გაიზრდება თქვენი გავლენა და პოპულარობა. არ შეშინდეთ, თუ პირველი ნაბიჯები სასრუველ შედეგს არ გამოიღებს, ბოლოს ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ დასრულდება.
მერწყული - დღის პირველ ნახევარში ოპტიმისტური განწყობის მიზეზი მოგეცემათ. შეეცადეთ პოზიტიური განწყობა საღამომდე შეინარჩუნოთ, ის აუცილებლად დაგჭირდებათ.
კომენტარი