სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძე: პასუხისგებაში მიეცენ ირალი შოთაძე, მირზა სუბელიანი და მისი ცოლი, რომელიც პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე

დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან შოთაძე. ასევე პასუხისგებაში იქნას მიცემული შოთაძე, იქიდან გამომდინარე რომ პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმის გაყალბებაში. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული მალხაზ კაპანაძე, ქალაქის პროკურორი, რომელიც ურცხვად ტყუილებს ამბობდა საზოგადოების წინაშე. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული ზვიად ფხაკაძე, დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული იმედა გუგუშვილი, რომლებიც ჩემი საქმის პროკურორები იყვნენ და პირადად წვდომა ჰქონდათ ამ საქმის გაყალბებასთან. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული მირზა სუბელიანი. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნას მიცემული მისი ოჯახის წევრები და აბსოლუტურად ყველა პირი ვინც ჩემი შვილი მოკლა. დღეს მე უკვე ვიცი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი და ეგენი მაინც არ აპირებენ მათ დასჯას. ყველა შვილმკვდარ მშობელს ველოდები აქ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ და 51- სკოლას მისი მეორე შვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

პროკურატურასთან იმყოფება ზვიად კუპრავაც, რომელიც ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ირაკლი შოთაძე, რომელმაც გააყალბა საქმე.

დაინიშნოს ახალი პროკურორი და აუხსნას ამ ადამიანს ვინ მოკლა მისი შვილი. მიეცეს პასუხისგებაში მირზა სუბელიანი,-განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიეცეს მისი მეუღლეც რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო.

"კალანდიების ოჯახში პირველი ეგ ქალი მივიდა შვილთან ერთად,-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100