სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ - რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა

რუსთაველის თეატრმა გადაწყვეტილება მიიღო – მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა და ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს „იულიუს კეისარი“.


ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბესო ზანგურს აღნიშნულ სპექტაკლში ბრუტუსის როლი უნდა შეესრულებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100