სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნეტავ გაგრძელდეს დღე" - დედა–შვილის შეხვედრა 10 წლის შემდეგ...

შვილო, გაზრდილხარ როგორ,
როგორ შეცვლილხარ დე...
ჩემო პატარა გოგო,
გამიცისკროვნე დღე.

წლები ველოდი ამ წამს,
ცრემლით ბარათებს გწერდი,
მხრებზე გადმოყრილ ნაწნავს,
ვინ გიკეთებდა დედი?

–დაქალებულხარ შვილო,
–მობერებულხარ დე,
ნატვრავ ყველაზე ხშირო,
გთხოვ გამიგრძელო დღე.

ახლა რა გითხრა ბავშვო,
მაინც ტიტინებ მგონი,
ცრემლებს ვერაფრით ვაშრობ,
დამირჩი ასე შორი.

ბედო, მწარევ და ტკბილო,
ნატვრებით მოვრთე ხე,
–როგორ გაზრდილხარ შვილო
–როგორ შეცვლილხარ დე...

/ნანა მეფარიშვილი/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100