სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯოჯოხეთია... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი...გო­რის კად­რე­ბი ხომ ყვე­ლას გვაქვს ნა­ნა­ხი? აქ ხდე­ბო­და ეს“ – თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი

დაჯ­გუ­ფე­ბაჰა­მა­სმათელ-ავი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუწყება.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­ღუ­პა მი­ნი­მუმ ერთი ადა­მი­ა­ნი.

„ტვ პირ­ვე­ლისდამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვატო წე­რე­თელ­მა, რო­მე­ლიც თელ-ავივ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში ისა­უბ­რა:

„აქ 40 წუ­თის უკან ჯო­ჯო­ხე­თი ხდე­ბო­და, გო­რის კად­რე­ბი ხომ ყვე­ლას, ხომ გვაქვს ნა­ნა­ხი? აქ ხდე­ბო­და ეს. მთე­ლი თელ-ავი­ვი გა­და­ნა­თე­ბე­ლი იყო. სი­რე­ნა ორ­ჯერ ჩა­ირ­თო. რამ­დე­ნი რა­კე­ტა ის­რო­ლეს, ვერ დათ­ვლი. დღეს მთე­ლი დღეა სამ­ხრეთს ბომ­ბავ­დნენ და ახლა თელ-ავი­ვის დაბობმ­ვა და­ი­წყეს.

იცით, რომ ის­რა­ელს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მა აქვთ, ისი­ნი 90 პრო­ცენ­ტით ანე­იტ­რა­ლებს ბომ­ბებს. თუმ­ცა აქ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. ცა გა­ნათ­და, რა­კე­ტე­ბი ფეთ­ქდე­ბო­და ჰა­ერ­ში, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ომია“, – – ამ­ბობს ვატო წე­რე­თე­ლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100