სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალ კაპონეს პისტოლეტი 67 250 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

28 კალიბრიანი „კოლტის“ სისტემის რევოლვერით, რომელიც 1929 წლის მაისშია გამოშვებული, ცნობილმა ჩიკაგოელმა მაფიოზმა, ალ კაპონემ, წმინდა ვალენტინის დღეს, ჩიკაგოს ერთ-ერთ გარაჟში, კონკურენტი ბანდის შვიდი წევრი დახვრიტა.

რამდენიმე დღის წინ კი, იარაღი, რომელიც ამერიკის დანაშაულებრივი სამყაროს „უგვირგვინო მეფეს“ ეკუთვნოდა, ლონდონში გამართულ „კრისტის“ აუქციონზე გაიყიდა. ერთ-ერთმა კერძო ინკოგნიტო კოლექციონერმა, საიმისოდ, რომ ამ სახელგანთქმული და საზარელი პისტოლეტის ახალი მეპატრონე გამხდარიყო, 67 250 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

რევოლვერის ნამდვილობა, მადლენ კაპონე მორიჩეტის მიერაა დადასტურებული, 1976 წელს დაწერილი ბარათით. მადლენი განგსტერის ძმის, რალფის მეუღლე იყო. სწორედ მან გაავრცელა ცნობა, რომ ალ კაპონეს პისტოლეტი, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ძმის კუთვნილებაში გადავიდა.

დაუნდობელი კრიმინალი და მაფიის ბოსი ალ კაპონე, როგორც ცნობილია, ჩიკაგოს დანაშაულებრივ სამყაროს „მშრალი კანონის“ წლებში მართავდა. 1931 წელს, ის დააპატიმრეს და გადასახადების გადაუხდელობის გამო გაასამართლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კაპონე „პენსიაზე გავიდა“ და 1947 წელს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100