22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და სიყვარულისთვის. რომანტიკული განწყობა და ცვლილებების სურვილი საქმიან პარტნიორებთან მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. წინა დღეების პრობლემების მიუხედავად, თავს მხნედ გრძნობთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.
კურო
ყოველდღიურ საქმიანობას რომანტიკულ თავგადასავლებთან მშვენივრად ახამებთ. მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით, თუმცა სიმშვიდეს თუ შეინარჩუნებთ, სერიოზული არაფერი მოხდება.
ტყუპები
პლანეტები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ან ძველის გაგრძელება გელით. ყოველდღიური საქმეების გამო, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას ვეღარ ახერხებთ, თუმცა თქვენი კომუნიკაბელურობის წყალობით გაუგებრობებს მალე აღმოფხვრით. შესაძლოა, ძველ თაყვანისმცემელს შეხვდეთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება თქვენს ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.
კირჩხიბი
ენერგიითა და ოპტიმიზმით ხართ სავსე, ამიტომ ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. შესაძლოა, ძველ მეგობრებს შეხვდეთ, რომელებიც დიდი ხანია არ გინახავთ.
ლომი
რომანტიკული განწყობა და დღესასწაულის მოლოდინი დაგეხმარებათ პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებაში. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა ფასდაუდებელი სამსახური გაგიწიოთ და თავის ერთგულებაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან წარმატებული ურთიერთობა გელით.
ქალწული
ამ დღეს საქმიან პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. წინა დღეების უსიამოვნებების მიუხედავად, თავს მშვენივრად გრძნობთ. გაითვალისწინეთ, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას თქვენთვის მკურნალობის ეფექტი აქვს, ამიტომ ხშირად გამოიყენეთ ეს მედიკამენტი.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერი პრობლემის მოგვარების შანსი ძალიან მაღალია. განსაკუთრებით წარმატებული იქნება კოლექტიური საქმიანობა. ქალები საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან და ადვილად მიიღებენ იმას, რაც ადრე მიუწვდომელი ეგონათ.
მორიელი
ამ დღეს კრიტიკულ სიტუაციშიც კი შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას, თუმცა ჯობს, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ.
მშვილდოსანი
დიდი შანსი გაქვთ ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყების ან ძველის გაგრძელებისთვის. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. განსაკუთრებით, სპირტიან სასმელებს ერიდეთ.
თხის რქა
ძველ მეგობართან შეხვედრამ შესაძლოა, დაუვიწყარი მოგონებები დაგიტოვოთ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა თქვენზე შესანიშნავად მოქმედებს. გამორიცხული არაა, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. გაითვალისწინეთ, რომ მომავალ წელს წარმატებას სწორედ ამ ადამიანის დახმარებით მიაღწევთ.
მერწყული
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება. ბიზნესის სფეროში დასაქმებული მერწყულები დაღლილობასა და დეპრესიულ განწყობას ებრძვიან. გირჩევთ, მოკავშირეები იპოვოთ და ძალები გონივრულად გადაანაწილოთ, რომ დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ.
თევზები
ეს დღე სიცოცხლის სიყვარულს და ურთიერთგაგებას განასახიერებს. არასტაბილური ფსიქოემოციური განწყობა დროებით აღარ შეგაწუხებთ. გეჩვენებათ, რომ ყველა პრობლემა თავისით ქრება. ხელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისა და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის. ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდისა და სიხარულის შეგრძნება გიბრუნდებათ.
კომენტარი