სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის დაუჩოქა ირაკლი ალასანიამ?

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს სადაც ალასანია სამ პატარა გოგონასთან ერთადაა აღბეჭდილი. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ცოლი ფოტოს ისტორიასაც გვიამბობს.

“აი, ასეთები, სამი ცალი გოგო. ძალიან სერიოზულები, ჭკვიანები და ლამაზები, უმშობლებოდ, თავისი ინიციატივით მოკუნკულდნენ და ითხოვეს სამახსოვრო ფოტო. რა დაგვემართებოდა ყველა მხილველს, ხომ წარმოგიდგენიათ, თქვენც, ფოტოშიც კი რომ უყურებთ, ხომ მურაბები და სიტკბოებები გემართებათ? ხოდა ასე დაიშაქრა და დამარმელადდა ირაკლი ბედნიერებისგან (გასუნელდა მაშასადამე აღტაცებული) და კი არ დაიჩოქა, არამედ დაიჩოქა-დაიჩოქა, დაპატარავდა მოკრძალებისგან და პატივისცემისგან და ვარდისფერი დიიიიდი ბანტის გვერდით გამოიჭყიტა გაბადრული სახით ))))

პ.ს. ოღონდ, მუხლზე დაყრდნობილი ხელუნა არ გამოგრჩეთ!” - წერს ფანჯიკიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100