სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

ბოლო ინფორმაციით, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების განთავისუფლება წარმატებით დასრულდა. მეზღვაურები საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად გემზე, შეიარაღებული დაცვის თანხლებითიმყოფებიან . ამ დროისთვის ისინი მიემგზავრებიან აფრიკის ერთერთ უსაფრთხო პორტში. ქართველი მეზღვაურების განთავისუფლებას ამ დროის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობდა. მეზღვაურებს ჩაუტარდებათ ყველანაირი სამედიცინო დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ განთავისუფლების ოპერაცია უშუალოდ პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ ხორციელდება. აფრიკაში იმყოფებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მამაუკა ახალაძე და თეიმურაზ შერვაშიძე, კოორდინაციას კი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი უწევს.

საემიგრაციო პროცედურების მოგვარება დაწყებულია, სულ მალე ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდებიან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100