ბანკმა “რესპუბლიკამ” მონაწილეობა მიიღო პროფესიებისა და განათლების ფორუმში
2014 წლის 28 მარტს, წელს უკვე მეორედ, ბანკმა “რესპუბლიკამ” კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამართულ პროფესიებისა და განათლების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ბანკი ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს. პირველი ფორუმი „კავკასიის ფრანგულ სკოლაში“ 2012 წელს გაიმართა.
ბანკ “რესპუბლიკის” თანამშრომლებმა თბილისის კერძო საერთაშორისო სკოლების უფროსკლასელებს ბანკის საქმიანობა გააცნეს. ფორუმზე ახალგაზრდები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს 60 სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რაც მათ დაეხმარება, გააცნობიერონ მათ წინაშე მდგარი არჩევანის მასშტაბები.
მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას ბანკ “რესპუბლიკის” შესახებ. სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებთან საუბარმა ახალგაზრდებს უკეთ დაანახა კავშირი საკუთარ განათლებასა და ისეთ სოლიდურ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმების შესაძლებლობას შორის, როგორიც “სოსიეტე ჟენერალია”.
ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ვებგვერდი: www.br.geსოსიეტე ჟენერალი „სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.ვებგვერდი: www.societegenerale.com
კომენტარი