სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინმა უკრაინაზე „გამარჯვების“ მიღწევის ბრძანება 7 მაისამდე გასცა - "პუტინი შესაძლოა რუსულ ხომალდს გაჰყვეს"

პუტინმა რუსეთის არმიის სარდლობას 7 მაისამდე უკრაინაზე „გამარჯვების“ მიღწევის ბრძანება გასცა - ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა YNIAN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს თქმით, რუსი "ქვეფიურერი" პატრუშევს, შოიგუს, გერასიმოვს და ბორტნიკოვს შეხვდა.

მისი თქმით, საოკუპაციო ჯარის დანაკარგები არაფერს ნიშნავდა იმ მიზნებთან შედარებით, რაც ომის შემდეგ მიიღწევა.

პუტინის თქმით, რუსეთის არმიამ დაკისრებული საბრძოლო მისიები 21 აპრილიდან 7 მაისამდე უნდა დაასრულოს.

მაშინ უკრაინის მთავრობა სავარაუდოდ, ხელს სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერს, რომელიც პუტინის მიერ შეიძლება წარდგენილი იყოს, როგორც - კაპიტულაცია.

"პუტინი შესაძლოა რუსულ ხომალდს გაჰყვეს. გამარჯვების ნაცვლად 7 მაისს კოლოსალური დანაკარგების ახალ შეჯამებას მიიღებს." - წერს გამოცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100