ინგუშეთში თამარ მეფის საფლავს მიაკვლიეს?
ინგუშეთში მუშებმა აღმოაჩინეს გამოქვაბული, სადაც, შესაძლოა, ლეგენდარული ქართველი მეფე თამარი იყოს დაკრძალული. ასინოვსკის ხეობაში არსებული გამოქვაბული უკვე მოინახულა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა.
მან გასცა ბრძანება, გამოიკვლიონ გამოქვაბული და დაიცვან ის შავი არქეოლოგებისაგან.ინგუშეთში ნანახი გამოქვაბული შუა საუკუნეებით თარიღდება. ცნობილია, რომ იმ დროისათვის, თათარ-მონღოლების შემოსევის გამო, ინგუშეთის მოსახლეობა გახიზნული იყო და მთებს აფარებდა თავს. მიუხედავად იმისა, მიაკვლევენ თუ არა ამ ადგილზე თამარ მეფის საფლავს, მეცნიერები გამოქვაბულში საინტერესო აღმოჩენების გაკეთებას ვარაუდობენ.
კომენტარი