სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ირაკლი ღარიბაშვილს რეიდების ჩატარება თამაზ თამაზაშვილმა და ალეკო ტაბატაძემ ურჩიეს“

საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს რეიდების ჩატარება თამაზ თამაზაშვილმა და ალეკო ტაბატაძემ ურჩიეს. როგორც ნადირაშვილმა დღევანდელ სესიაზე განაცხადა, თამაზაშვილმა და ტაბატაძემ კრიმინალთან ბრძოლის სხვა გზა არ იციან.
"იმის ნაცვლად, რომ კრიმინოგენურ ვითარებასთან საბრძოლველად რეალური ნაბიჯები იყოს გადადგმული, შს მინისტრს ურჩიეს რეიდების აღდგენა თბილისში. ეს იყო შევარდნაძისდროინდელი პრაქტიკა. მე შემიძლია მრჩეველებიც დავასახელო, ეს იყო შს მინისტრის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც პრაქტიკულად მართავს შს სამინისტროს და შევარდნაძისდროინდელი პოლიციელი, ღარიბაშვილის მოადგილე ალეკო ტაბატაძე. მათ არ იციან კრიმინალთან ბრძოლის სხვა გზა. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს რეიდები ისევ აღდგა თბილისში. ეს არის ძალიან დიდი წუხილის საფუძველი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ის კრიმინალები, რომლებსაც რეალურად ჩვენ უნდა ვებრძოდეთ, ასეთ რეიდებში არ ხვდებიან და რეიდების მსხვერპლები ჩვეულებრივი მოქალაქეები ხდებიან. ასეთი ტიპის ბრძოლა არ მოიტანს არანაირ შედეგებს", - აღნიშნა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, ის გაოცებას გამოხატავს, რომ პრემიერმა რეიდების შესახებ მხოლოდ ჟურნალისტებისგან შეიტყო.
"გავოცდი იმითაც, რომ პრემიერმა ეს ჟურნალისტებისგან შეიტყო. პრემიერ-მინისტრი ბოლო ორი თვეა არავის გვინახავს. ის ურეკში ცხოვრობს ბოლო ორი თვეა და იქ ალბათ, ისეთი გარემოა, ამაზე არავინ წუხს. მოვუწოდებ მთავრობას, მოვუწოდებ შს მინისტრს, დაიცვას ჩვენი მოქალაქეები და დაიცვას მართლა ქმედითად. დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თუ არ იქნება, ისე იქნება როგორც იქნება. მე არ მინდა, რომ ისე იყოს, როგორც უნდა იყოს. მე მინდა, რომ მთავრობამ იგრძნოს, რომ მთავრობაა. შს მინისტრმა იგრძნოს, რომ შს მინისტრია და აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან გაგებით რომ მოეკიდო ამ ყველაფერს ძალიან ძნელია", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100