სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათია ჩხეტიანი: „ახლა უფრო მეტად მინდა სიცოცხლე, რომ თამთასთვის რამე ღირებული გავაკეთო...“

პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა დღეს ქუთაისში ნათია ჩხეტიანმა, რომელიც ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ტერორისტის მიერ მოკლულ ქართველ გოგონასთან, თამთა ლიპარტელიანთან ერთად იმყოფებოდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

იგი ქუთაისში თავისი მეგობრის დაკრძალვის დღეს ჩავიდა და ჟურნალისტებს უთხრა:

„ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მომეცა საშუალება, ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი ისეთი ადამიანის გვერდით მეცხოვრა, როგორიც თამთა იყო. მე ახლა უფრო მეტად მინდა სიცოცხლე, რათა თამთასთვის, მისი მშობლებისთვის რაიმე ღირებული გავაკეთო. იმისთვის, რომ თამთას სახელი დარჩეს ისტორიას“.

თამთა ლიპარტელიანის ცხედარი დღეს ქუთაისის 12 მოციქულის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. ამ დროისთვის ჯერაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის მიერ მოკლულ გოგონას 15.00 საათზე, ქუთაისში დაკრძალავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100