სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მივდივარ GEM fest-ზე გიორგი ქებურია: „მჯერა, რომ დიდი თავისუფლება იქნება...“

დიზაინერი გიორგი ქებურია , როგორც ყველა მოდის სფეროს წარმომადგენელი, მუსიკას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. GEM fest-ზე მისი მეგობრები მიდიან და გიორგი აპირებს, მათ გაჰყვეს.

ფიქრობს, რომ ღია ცის ქვეშ მსგავსი ფესტივალი არა მხოლოდ გართობის, არამედ საკურორტო დასვენების გარანტიც არის. შეგახსენებთ, რომ ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი წელს პირველად ანაკლიაში გაიმართება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ის 30 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტომდე გასტანს.

გიორგი:

- ვცდილობ, ყველანაირ მუსიკას მოვუსმინო და იქ დავიჭირო ჩემთვის სასურველი რამ, იქნება ეს ელექტრონული მუსიკა, რეპი თუ სხვა მიმართულება. ვუსმენ ყველაფერს და ენასაც კი არ აქვს მნიშვნელობა, თუკი მომწონს.

მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი მუსიკა. ის ნებისმიერი საქმიანობისას, გასაფორმებლად, ფონად, ყველაზე ემოციური ნაწილია.

რაც შეეხება GEM fest-ს, ახლახან გავიგე, რომ ტარდება და ძალიან გამიხარდა. მინდა, ანაკლიაში მეგობრებთან ერთად წავიდე. ლაინ-აფი ძალიან მომეწონა. ელექტრონულ მუსიკაში ღრმად ვერ ვერკვევი, მაგრამ მონაწილეთაგან ბევრია ჩემთვის ნაცნობი. ეს დადებითად მოქმედებს ფესტივალის პრესტიჟზე.

ის იდეაც მომწონს, რომ ფესტივალი ზღვის პირას იმართება. ზაფხულში ეს ნომერი პირველი გასართობი ლოკაციაა, ღია ცის ქვეშ ადგილს ვგულისხმობ. თანაც, როცა ზღვაც იქვეა, საკურორტო დასვენებაც გამოგდის.

უცხოეთში ყოფნისას სულ ვცდილობ, მოვხვდე მსგავს ფესტივალებზე. ბერლინში ვყოფილვარ. იქ დიდი თავისუფლებაა, მაგრამ მგონია, ჩვენც ვეწევით ყველანაირად. მჯერა, რომ აქაც დიდი თავისუფლება იქნება, ცალკე სამყარო და ცალკე ქალაქი (იღიმის).

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის 9-დღიანი მულტი-პასი, რომლითაც ნებისმიერ ივენთს დაესწრებით, eventer.ge-ზე იყიდება, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ GEM fest-ის ოფისშიც და ასევე TBC-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100