ასე აფასებს ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს აშშ-ს მოქალაქე ქართველი ბლოგერი
აშშ-ში საქართველოს პრემიერის ვიზიტსა და სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარი ისურვა ქართველმა ბლოგერმა თემურ ავალიანმა, რომელიც პოლიტიკურ თემებზე ხშირად წერს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბატონი თემური ორმაგი მოქალაქეობის მფლობელია და საქაერთველოს გარდა ის აშშ-ს მოქალაქეცაა. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონეტ თემურთან, რომელიც მისი ინიციატივით ჩავწერეთ.
ბატონო თემურ! დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მთავარ ადგილს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახან გამართული ვიზიტი იკავებს. როგორია თქვენი შეფასება?
უაღრესად დადებითი და ყოველმხრივ მისასალმებელი. ჩემი აზრით, საქართველოს ახალი ხელისუფლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემთვის გარკვეული მიზეზების გამო, დაგვიანდა კიდეც. უკრაინის მოვლენებმა, პუტინის რუსეთის ლუსტრაციამ და ბ–ნი ღარიბაშვილის სწრაფმა და სწორმა რეაგირებამ, ამ ვიზიტის აუცილებლობა გადაუდებელი გახადეს. ჩემთვის, როგორც ამ ორივე ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ვიზიტი ორმაგად სასიხარულო და იმედის მომცემია. ეს ვიზიტი, ნამდვილად იმსახურებს უფრო ვრცელ და საფუძვლიან ანალიზს.
თუ საიდუმლო არ არის, რა იყო ის მიზეზები, რომელიც თქვენ ახსენეთ და რის გამო ეს ვიზიტი დაგვიანდა. რას გულისხმობთ „სწრაფ და სწორ რეაგირებაში“?
მე არასდროს დამიმალავს ეს მიზეზები: მთავარი მიზეზი იყო ყოფილი? ლიდერის ბ–ნი ივანიშვილის მცდარი გზავნილები. „რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გადაუდებელი აუცილებლობის“ შესახებ. გავიმეორებ, რომ პუტინს და მის გარემოცვას ავადმყოფურად აღიზიანებს როცა რუსეთის ყოფილი კოლონიები დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებენ და თვითონ ირჩევენ მეგობრებს და პარტნიორებს. ბ–ნმა ივანიშვილმა კარგად იცოდა პუტინის ეს ავადმყოფობა და მიუხედავად შესაძლებლობისა, შეერთებულ შტატებში ვიზიტი არ განახორციელა, რითაც დროებით მაინც, დააზარალა ჩვენი ამ დიდ, სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობების განვითარება. ქვეყანა, რომელმაც ფაქტიურად დღემდე შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა. იყო სხვა მიზეზებიც, რომელიც მე ადრე გამიმჟღავნებია, მაგრამ დღეს, ამ „საზეიმო“ ვითარებაში ამაზე არ ვილაპარაკებ.
რაც შეეხება „სწრაფ და სწორ რეაგირებას“ – საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო ამ მეტად საპასუხისმგებლო ვიზიტის დაანონსება – მომზადების შეზღუდული დრო. უკრაინის მოვლენებში რუსეთის როლის, მისი მოსალოდნელი შედეგების, საქართველოში მსგავსი მოვლენების განვითარებისგან თავის დაცვის და ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების აუცილებლობის შესახებ გაკეთებულმა სწორმა ანალიზმა დააჩქარეს ეს ვიზიტი, რაც მისასალმებელია.
თქვენი აზრით – უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, პუტინის მოთხოვნამ ფედერაციის საბჭოზე უკრაინაში ჯარების გამოყენების ნებართვაზე და მაშტაბური დესტაბილიზაციის მცდელობამ. რუსეთის მხრიდან ყირიმში და თითქმის მთელ უკრაინაში, რადიკალური ცვლილებები უნდა მოახდინოს საქართველოს მომავალ პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ, თუ რჩება რაიმე საფუძველი ამ ურთიერთობის გაუმჯობესების?
ამერიკაში პრემიერ–მინისტრის ვიზიტმა და უკრაინის მოვლენებმა უკვე შეიტანეს რადიკალური ცვლილებები ამ ურთიერთობაში. მარტო საქართველო კი არა, მსოფლიო დარწმუნდა, რომ პუტინის რუსეთი აგრესიული, თავზეხელაღებული, უპასუხისმგებლო ქვეყანაა და მსოფლიოს ბირთვული ომის ზღვარზე ატარებს. სანამ პუტინი და მისი მანიაკალური გეგმა – საბჭოთა კავშირის საზღვრებში რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ – ცოცხალი იქნება, მანამდე მსოფლიო ამ ზღვართან იდგება.
მე ვწერდი, რომ არ მესმის იმ პოლიტიკოსების, რომლებიც რამეს ხედავენ „რუსეთთან ურთიერთობის დალაგების“ ორსვლიანი კომბინაციის შემდეგ – ვაშლის და ღვინის გაყიდვა და ვიზებში რაღაც შეღავათი. დანარჩენზე ლაპარაკს რუსეთის ხელმძღვანელობა გვიკრძალავდა – უნდა შევგუებოდით „დღევანდელ რეალობას“. ეს იყო ხალხის მოტყუება. ივანიშვილის ხელისუფლების მიერ და მძიმე ტვირთი ახალგაზრდა პრემიერ–მინისტრის მხრებზე. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ახალ ხელისუფლებას ეს ტვირთი მოხსნა. ახლა ისინი უფრო გულახდილად ილაპარაკებენ ხალხთან. კარგია როცა ხელისუფლება გახსნილია და მას ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს. ჩემი აზრით „ორ ნავში ჯდომის“ პოლიტიკა უნდა დამთავრდეს. უნდა დამთავრდეს რუსეთთან ლაციცის და ლოიალობის ცდებიც. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი გზა დემოკრატიისკენ და ცივილიზაციისკენ რუსეთზე არ გადის. რაც შეეხება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მომავალი აქცენტების ჩემეულ ხედვებს, ეს მე გადმოგეცით ა.წ. 6 თებერვალს თქვენ საიტზე გამოსაქვეყნებლად, რაც ბევრი მკითხველისთვის დღესაც მიუწვდომელია. საკითხების სერიოზულობიდან გამომდინარე გთხოვთ მის შესამჩნევ ადგილზე დადებას.
გამოდის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც არ „გვიკრძალავდა“ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ცდებს, მომავალში ამას არ გააკეთებს?
საერთაშორისო თანამეგობრობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას ახორციელებენ, პატივს სცემენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და დემოკრატიის მაღალი პრინციპებით მოქმედებენ, არ შეუძლიათ დაგვიშალონ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ეს ჩვენი სურვილიცაა და ამით სპეკულირებას ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი არ უნდა კადრულობდეს. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება პროგნოზირებადი და საერთაშორისო სამართლის კანონებით მოთამაშე ხელისუფლება რომ იყოს აქ სადაო არაფერია.
მაგრამ უკრაინის და საქართველოს მაგალითმა კარგად დაგვანახა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილი სახე. ეს განსაკუთრებით იმათ ეხებათ ვინც აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა. ვისაც კარგად ახსოვს იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების ისტორია დამეთანხმება, რომ ის პირდაპირ პუტინმა „ჩანერგა“ უკრაინის ხელისუფლებაში პრეზიდენტად, რომელმაც უკრაინელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, უარი თქვა უკრაინის ევროპულ მომავალზე და უკრაინის ისევ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება განიზრახა. რაც საბაჟო კავშირში და ევრაზიის კავშირში გაერთიანებით დამთავრდებოდა.
მიუხედავად ამ დიდი გაკვეთილისა ჩვენ თავის დამშვიდების უფლება არ გვაქვს. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი და მას რაღაც „ზეწოლის ბერკეტები“ არ სჭირდება. მათი ფსიქოლოგია კრილოვის იგავის ფინალამდეა დასული – „საკმარისია, რომ მე მინდა შენი შეჭმა“.
უიმედო სურათი დახატეთ – თუ პუტინმა შეძლო უკრაინის დესტაბილიზაცია, ყირიმის ოკუპაცია და აღმოსავლეთ უკრაინის – რუსებით დასახლებული რეგიონების ამ ოპერაციებში ჩართვა, უკრაინის მთლიანობა და საერთოდ სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშეა. მაშინ რა ელის პატარა საქართველოს?
თქვენი კითხვა დგას დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის ლიდერების, მსოფლიო ინსტიტუტების და რიგითი ადამიანების წინაშე. 2009 წლის მაისში მე დავწერე მოკრძალებული სტატია რუსულ ენაზე „მსოფლიო პრობლემა, რომლის სახელია პუტინი“, რომელიც დაბეჭდა მრავალმა გამოცემამ, ითარგმნა ინგლისურ ენაზე, ხოლო პოპულარულ რუსულ ინტერნეტ–საიტზე – „ინოსმირუ“ – მთელი წლის განმავლობაში მეთაურობდა ტოპ–სტატიების ხუთეულს. მოკლედ ვიტყვი რომ პუტინი თანდათან ხდება ფიგურა, რომელიც იქნება XXI საუკუნის ისეთივე „საჩუქარი“, როგორიც იყო ჰიტლერი XX საუკუნეში. „ბოროტების იმპერია“ თავისი ისტორიით და დღევანდელობით ამ პრიზს ნამდვილად იმსახურებს.
„გადატვირთვის“, „გაგების“ „დათმობების“ და სხვა შეღავათების პოლიტიკა რუსეთის მიმართ უნდა დამთავრდეს. დაბალი დონის ინტელექტუალზე ასეთი პოლიტიკა უარყოფითად მოქმედებს. მსოფლიო უნდა გამოფხიზლდეს და უნდა მიიღოს რუსეთის მიმართ ყველა ზომები – რუსეთის მასშტაბურ იზოლაციამდეც კი დანარჩენი მსოფლიოსგან. მე ამას მოვუწოდებდი საერთაშორისო თანამეგობრობას ხუთი წლის წინათაც. ეს რომ საქართველოს ომის გამო გაკეთებულიყო რუსეთი დღეს უფრო წყნარად იქნებოდა და ასეთი საშიში არ გახდებოდა.
დღეს პუტინი ცდის მსოფლიოს – რა რეაგირება ექნებათ მის მოსალოდნელ ნაბიჯებზე. დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით. დღეს მარტო უკრაინის და საქართველოს ბედი კი არა მთელი მსოფლიოს ბედი ამ პატარა კაცის ტვინის უჯრედებზეა დამოკიდებული. და ეს ტვინი ადეკვატური და პროგნოზირებადი რომ იყოს დაგამშვიდებდით – საშიში არაფერია.
ორიოდე სიტყვით თუ შეგიძლიათ გვითხარით ქვეყნის ეკონომიკაზე და საერთოდ საშინაო პოლიტიკაზე. შეერთებულ შტატებში ვიზიტის მნიშვნელობაზე.
მთელი რიგი უარყოფითი და საგანგაშო შედეგები, რომლებიც წლის ბოლოს დადგა ხელისუფლების ზოგიერთი წევრის არაკომპეტენტურობის, დაბალი პროფესიონალიზმის და მთავრობის მთელი შემადგენლობის არაორგანიზებულობის შედეგია.

დღეს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უაღრესად პოლიტიზირებულია და მათ რაღაც არაობიექტური, მოგონილი მიზეზებით და ყველაფრის ძველ ხელისუფლებაზე გადაბრალებით ვერ მოატყუილებთ. საკადრო ცვლილებები მთავრობაში აუცილებელია.
„სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგმა და მთელი აქცენტების ამ საკითხზე გადატანამ სახელმწიფოს მშენებლობის ძირითადი საკითხები უყურადღებოდ დატოვა და პატრიარქის თქმით „მთელი ქვეყანა ერთიან სასამართლოდ გადააქცია“. დროა ეს საკითხები მეორე რიგში გადავიტანოთ და მთავრობა შეუდგეს თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულებას. შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგები დამაიმედებელია. რუსეთის 150 მილიონიანი, არაპროგნოზირებადი ბაზრის ნაცვლად ჩვენ ვღებულობთ 900 მილიონიან საიმედო ბაზარს. ამ შედეგების რეალიზაცია და ხალხის კეთილდღეობამდე დაყვანა ხელისუფლების წევრების მაღალ პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას მოითხოვს.
ხელისუფლება კმაყოფილი უნდა იყოს დღევანდელი ოპოზიციით, რომელიც ქუჩაში არ დგას და ქვეყნის დესტაბილიზაციას არ ახდენს. იმედია რუსეთთან დაკავშირებული ეჭვების გამორიცხვის შემდეგ, ის უფრო კონსტრუქციული და სასარგებლო გახდება. ჩვენ პროფესიონალი კადრების ნაკლებობას განვიცდით და ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
კომენტარი