სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ კრისტიან ვიგენინს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, საუბრის მთავარი თემები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო. კრისტიან ვიგენინმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება პირადად მიულოცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100