La Tribune „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე: სწორედ რუსეთის ინტერესებში შეიძლება იყოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გარიგების ჩაშლა
ფრანგული La Tribune: ხელისუფლების გადაწყვეტილება
ერთი კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იყო მიმართული
ცვლილებები
„კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული
წესით და საგანგებოდ ჩატარებულ სხდომებზე მიიღო, უცხოური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.
საქართველოს პარლამენტში მიღებულმა კანონმა, რომელსაც კონსტიტუციონალისტები ბიზნესისთვის დამაზიანებლად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ,
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საერთაშორისო დონეზე.
დიდი
ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ვენდი მორტონმა
საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში პირდაპირ განაცხადა, რომ მათთვის ეს
თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ გარშემო
ვითარდება.
ამ
განცხადების შემდეგ, „კავკასუს ონლაინის“ თემით გავლენიანი უცხოური გამოცემები დაინტერესდნენ.
ფრანგულ
გამოცემა La Tribune-ში სტრატეგიული საბჭოს პრეზიდენტის
ჟერარ ვასპერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით „კავშირგაბმულობის ქსელი - მსხვილი გეოპოლიტიკური
დაპირისპირებები“.
როგორც
სტატიის ავტორი აღნიშნავს, მონაცემთა გაცვლა და კომუნიკაცია საერთაშორისო და საკონინტინენტთაშორისო
დონეზე დღეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სტრატეგიულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
აღჭურვილობიდან და ქსელებიდან დაწყებული, კიბერუსაფრთხოებით დამთავრებული ეს სფერო
უკვე ბევრი კონფრონტაციის მიზეზი ხდება. ბევრი მათგანი საჯაროა, ზოგჯერ კი ომები ფარულია,
მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი.
ჟერარ
ვასპერის მოსაზრებით, გამოთვლითი სიმძლავრეების უწყვეტმა ზრდამ, ხელოვნური ინტელექტის
განვითარებამ, და ქსელური სიჩქარის მატებამ ციფრული სამყარო უფრო საყოველთაო და კომუნიკაბელური
გახადა. სახელმწიფოებმა კიდევ უფრო შეუწყვეს ხელი განვითარებას და მიღწევებს მართვის
სისტემებისა და შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის იყენებენ.
კიბერუსაფრთხოება
გახდა სერიოზული პრობლემა. გახშირდა კიბერშეტევები კომპანიებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე
და ამ ყველაფრის მიზანი საბოლოოდ, პოლიტიკური გავლენების მოპოვებაა. კავშირგაბმულობის
მძლავრი იარაღისთვის ბრძოლა ღიად მიმდინარეობს.
ანტენებისა
და მოწყობილობებისთვის ომის პარალელურად, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ქსელებსა
და კაბელებზე კონტროლის მოსაპოვებლად - უფრო კონკრეტულად, ომი წყალქვეშა კაბელებისთვის.
კაბელების ომი
წყალქვეშა
კაბელები ინტერნეტის საკონტინენტთაშორისო გადაცემის 95%-ს უზრუნველყოფს. მათი რაოდენობა
დღითიდღე იზრდება და უკვე 450-ს მიაღწია, რისი სიგრძეც დაახლოებით 1,2 მილიარდი კილომეტრია.
ტექნოლოგიურ განვითარებაზე 2 internet გიგანტი, ამერიკული GAFAM და ჩინური BATX ზრუნავენ.
ჩინეთი
საკუთარი სტრატეგიის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ნაწილად მიიჩნევს ოპტიკურ-ბოჭკოვანი
ქსელის განვითარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიების წარმატებისთვის
ევროპაში.
GAFAM
თან ერთად ჩინური BATX ცდილობს მონაცემთა დამუშავების ცენტრები მთელს მსოფლიოში გახსნას
და საკუთარ კაბელებს დაუკავშიროს.
კავკასია, როგორც სტრატეგიული ნაწილი
კავკასიის
გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურია - ამ რეგიონში ერთიანდება ევროპის, რუსეთის და აზიის ორი, სამხრეთის და ცენტრალური გზები.
ჩვენი
ინტერესის საგანი საქართველოა, რომელიც რუსეთის საზღვარზე, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი
საკაბელო ქსელის ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპიდან აზიისკენ,
აზერბაიჯანისა და კასპიის გავლით მიმავალი ქსელის ცენტრი და ამავე დროს, იყოს მთავარი
წერტილი ევროპიდან შავი ზღვით მიმავალი ქსელებისთვის. ალბათ, აღარვინს უჩნდება კითხვა
იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად სტრატეგიული დანიშნულების მქონეა!
აქედან
გამომდინარე, ყველა სამეწარმეო და კომერციულ აქტივობას ამ წერტილში აქვს განსაკუთრებული
მნიშვნელობა და მუდმივად ყურადღების ქვეშაა. წელიწადზე მეტია, ამ რეგიონში პროცესები
დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და უკვე ომს დაემსგავსა.
ბრძოლა ქართული ჰაბისთვის
2008
წლიდან მოყოლებული, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს ევროპიდან შავი ზღვის გავლით მხოლოდ ერთი
კომპანია, „კავკასუს ონლაინი“ აკონტროლებს.
2018
წელს აზერბაიჯანულმა ჯგუფმა NEQSOL-მა, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის სფეროში საქმიანობს,
გადაწყვიტა „კავკასუს ონლაინის“ წილის შეძენა. საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი
მოლაპარაკებების შემდეგ, 2019 წელს, გარიგება შედგა.
NEQSOL-მა
პირობა დადო, რომ საქართველოში მოიზიდავდა მსოფლიოს მსხვილ ინტერნეტ ოპერატორებს, რათა
მათ სტრატეგიულ ზონაში მონაცემთა გაცვლის ცენტრები დაეფუძნებინათ. სავარაუდოდ, ეს პროექტი
ისეთივე ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა ქვეყანას, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა
მოუტანა.
სტრატეგიული
გათვლა იყო გასაგები და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკური
განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
მიმდინარე
წლის 1 ივლისიდან ყველაფერი შეიცვალა და ბუდოვანი გახდა.
საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი შემობრუნება
ერთ
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ შეკრიბა ქვეყნის მსხვილი ინტერნეტ ოპერატორები
და განუცხადა, რომ მთავრობა „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებებს
ამზადებდა და განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმებოდა. ცვლილებები „კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“
შეეხებოდა - კომუნიკაციების კომისიას მიენიჭებოდა დამატებითი უფლებები და რაც მთავარია,
შეეძლებოდა სატელეკომუნიკაციო კომპანიებში განუსაზღვრელი უფლებების მმართველის დანიშვნა.
ნათელი
გახდა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ერთი კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ
იყო მიმართული დამარეგულირებელი კომიიის გადაწყვეტილებით, ახალი გარიგების ეჭვქვეშ
დაყენებას ისახავდა მიზნად.
პარლამენტმა
საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. მარეგულირებელმა კომისიამ
„კავკასუს ონლაინს“ გარიგების გასაბათილებლად და წილის დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე
მისცა. საქართველოს ხელისუფლების განზრახვა კვლავ გაურკვეველია და მხოლოდ რამდენიმე
სავარაუდო ჰოპოთეზის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.
ხელისუფლების
გადაწყვეტილების ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მეზობელი ქვეყნის კომერციული ჯგუფის კონტროლის ქვეშ
მოექცა სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. ეს უკვე გეოპოლიტიკური ბრძოლაა. ქვეყნებს შორის,
რომელთა მოსახლეობა რამდენიმე მილიონია, შესაძლოა მოხდეს დაპირისპირება ინფრასტრუქტურის
გამო, რომელიც სტრატეგიულად იქნება მიჩნეული.
შესაძლოა
კიდევ ერთი ახსნა მოვძებნოთ - საქართველო რუსეთს ესაზღვრება. 2008 წლის ომის შემდეგ,
რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთს აქვს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტები და
და ბუნებრივად არსებობს ამის გამოყენების ცდუნება. სწორედ რუსეთის ინტერესებში შეიძლება
იყოს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის გარიგების ჩაშლა და სტრატეგიული ქსელის, რომელიც
ევროპას ორ აზიურ ქსელთან აკავშირებს, საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა. ბუნებრივია,
რომ რუსეთი ამაში ხედავს სარგებელს გრძელვადიან პერსპექტივაში.
საქართველოს
ხელისუფლების მხრიდან კერძო ბიზნესში ჩარევა და ორ კომპანიას შორის გაფორმებული გარიგების
ეჭვქვეშ დაყენება, ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს. ამავე დროს, აღებული ვალდებულებების
შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ კვლავ შეძლოს სასურველი საინვესტიციო
გარემოს შექმნა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა. შექმნილი მძიმე ეკონომიკური
ვითარება ხელსუფლებისგან მეტ გამჭვირვალობას და პასუხისმგებლობას ითხოვს.
გეოპოლიტიკური
დაპირისპირება კავშირგაბმულობის სფეროში არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება.
კომენტარი