სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტივ ჯობსი: სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა

მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის გარდაცვალება კვლავ საერთაშორისო მედიის მთავარ თემად რჩება. გამოცემები აქვეყნებენ ჯობსის ციტატებს, რომლებიც მან სხვადასხვა წელსა და სიტუაციაში წარმოთქვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

„მე არ მქონდა საკუთარი ოთახი და მეგობრებთან იატაკზე ვიწექი. ვაბარებდი „კოლას“ ბოთლებს 5 ცენტად, რათა საკვები მეყიდა. და ყოველ კვირას 7 მილს ფეხით გავდიოდი, რათა კვირაში ერთხელ კარგად მევახშმა კრიშნაიდების ტაძარში. ეს მშვენიერი იყო“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე წარმოთქმული სიტყვიდან, 2005 წელი).

„ჯობია მეკობრე იყო, ვიდრე ფლოტში მსახურობდე“ (ციტატა წიგნიდან Odyssey: Pepsi to Apple, 1982 წელი).

„გსურთ, მთელი ცხოვრება ტკბილი წყალი გაყიდოთ, თუ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ და მსოფლიოს შეცვლა სცადოთ?“ (ასე მიმართა 1983 წელს ჯობსმა PepsiCo-ს პრეზიდენტს ჯონ სკულის, როდესაც მის Apple-ის გენერალურ დირექტორად გადაბირებას ცდილობდა. ორ წელიწადში სკულმა ჯობსის Apple-იდან გათავისუფლებას მიაღწია).

„როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ Apple-იდან ჩემი გათავისუფლება ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო მოვლენა იყო. მე გავთავისუფლდი წარმატებული ადამიანის ტვირთისგან და კვლავ შევიძინე ახალბედას სიმსუბუქე და ეჭვიანობა. ამან გამათავისუფლა და ჩემთვის ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი დაიწყო“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი).

„დარჩით მშიერი, დარჩით უგუნური!“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

„Microsoft-ის პრობლემა ისაა, რომ მათ არ აქვთ გემოვნება. არავითარი! ისინი შემოქმედებითად არ ფიქრობენ. მათ პროდუქტებს არ აქვს კულტურა“ (Triumph of The Nerds, 1996 წელი).

„კრეატიულობა - ეს არის, უბრალოდ, კავშირის დადგენა საგნებს შორის. როდესაც შემოქმედებით ადამიანებს ეკითხებიან, როგორ გააკეთეს ესა თუ ის რამ, ისინი თავს ცოტა დამნაშავედ გრძნობენ, რადგან სინამდვილეში არაფერი გაუკეთებიათ, უბრალოდ, შეამჩნიეს. მათ შეძლეს საკუთარი გამოცდილების ნაწილების დაკავშირება და სინთეზირება რაღაც ახალში. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ განიცადეს და დაინახეს მეტი, ვიდრე სხვებმა, ან იმიტომ, რომ ისინი ამის შესახებ მეტს ფიქრობენ.“ (Wired, 1996 წელი).

„როდესაც ახალგაზრდა ხარ და ტელევიზორს უყურებ, ფიქრობ, რომ ტელეკომპანიები შეუთანხმდნენ ერთმანეთს და სურთ ადამიანებს გონება დაუჩლუნგონ. შემდეგ კი იზრდები და ხვდები: ადამიანებს ეს თავად სურთ. შეთქმულება საშიში არ არის. შენ შეგიძლია დახვრიტო ნაძირლები, დაიწყო რევოლუცია. მაგრამ არავითარი შეთქმულება არ არსებობს. ტელეკომპანიები, უბრალოდ, მოთხოვნას აკმაყოფილებენ. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა“ (Wired, 1996 წელი).

„Apple-ის თანამედროვე პროდუქტები - უკუსვლაა. ისინი არ არიან სექსუალურები.“ (Apple-ში დაბრუნებამდე გაკეთებული განცხადება, usinessWeek, 1997 წელი).

„ნუ ხარ ბოროტი - ეს სრული სისულელეა“ (Google-ის კორპორატიული ლოზუნგის Don't be evil-ის შესახებ.)

„ბოლო 33 წლის განმავლობაში მე ყოველ დილით ვიხედებოდი სარკეში და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი დღე იყოს, გავაკეთებდი იმას, რაც დღეისთვის დავგეგმე?“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

„მე არ მსურს, ვიყო ყველაზე მდიდარი ადამიანი სასაფლაოზე“ (The Wall Street Journal, 1993).

„მე გავიზარდე და მივხვდი, რომ ტექნოლოგიურ სიახლეებს არ შეუძლია მსოფლიოს შეცვლა. ბოდიში, მაგრამ ეს სიმართლეა. ამის გააზრება ბავშვების გაჩენასთან ერთად ხდება. იბადები, ბერდები, შემდეგ კი კვდები. ასე ხდება უკვე ბევრი წლის განმავლობაში, და ამას არაფერი შეცვლის.“ (The Wall Street Journal, 1993).

„როდესაც მახსოვს, რომ მალე მოვკდვები - ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც დამეხმარა, მიმეღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცხოვრებაში. მოსალოდნელ სიკვდილზე ფიქრი საუკეთესო საშუალებაა იმ ილუზიისგან გასათავისუფლებლად, რომ რაღაც დასაკარგი გაქვს. თითქოს შიშველი ხარ და არ გაქვს მიზეზი, არ მოუსმინო საკუთარ გულს. სიკვდილი - ეს ცხოვრების საუკეთესო გამოგონებაა.“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

„კომერსანტი“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100