სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება- მოლაპარაკებები სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. ამის შესახებ როსტოშვილისა და კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პროცესი 13 ოქტომბრამდე გადადო, რათა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა პოზიციები შეაჯერონ. ამჟამად მოლაპარაკებები სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს, რადგან პროკურატურის შეთავაზება ამ ეტაპზე რეალური სასჯელია, დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის პირობითი მსჯავრის დაკისრებას ითხოვს.

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100