სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოლების საკითხავი

უსირცხვილოდ დაგპირდები, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები
28
წლის დაქვრივებული ბიცოლაჩემივით
20
წლის მერეც ერთგული და შაოსანი,
თუკი ოდესმე ჩემზე ადრე დაასრულებს საკუთარ თავს
კაცი, რომელიც მიპოვის და
ცარიელი ნეკნის ადგილას შემიფარებს.
და თუ მასზე წინ მე დავმთავრდები,
და ის ჩემს კუთვნილ ერთ კი არა, ნახევარ სურვილს
ვიღაც არა-მეს გაუზიარებს,
დაგპირდები, რომ
სადაც ვიქნები, _ ცაში, მიწაში, თუ მიწასა და ცაზე უფრო შორს,
იმაზე უფრო ხმამაღლა და მოთქმით ვიტირებ,
ვიდრე ბავშვობაში, ველოსიპედიდან გადმოვარდნილი დავტიროდი
გადაყვლეფილ და სისხლიან მუხლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100