სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საუკეთესო გემოს არჩევანი - პირველი ქართული ენერგეტიკული სასმელი “WILDER” - ექსპორტზე გავიდა

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ბაზარზე პირველ ქართული ენერგეტიკულ სასმელი მიმდინარე წლის მარტის თვის ბოლოს გამოიტანა. პირველი ქართული ენერგეტიკული სასმელისთვის ნედლეულს, მსოფლიოში უდიდესი გამოცდილების მქონე ენერგეტიკული სასმელების ნედლეულის მწარმოებელი, ავსტრიული კომპანია “ესარომი“ აწვდის.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, თავდაპირველად მუშაობა ერთდროულად რამდენიმე გემოზე მიმდინარეობდა, თუმცა, ხანგრძლივი მუშაობისა და დეგუსტირების შედეგად, არჩევანი საუკეთესო გემოზე შეჩერდა. მათივე თქმით „WILDER“- მა ამ ერთი თვის განმავლობაში შეძლო მომხმარებლის ნდობის მოპოვება, რისი თქმის საფუძველსაც გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი იძლევა.

„ქართულ პარტნიორ კომპანიასთან ერთად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვმუშაობდით სუკეთესო გემოს მისაღებად. ჩვენს მიერ მოწოდებული ინგრადიენტები ძალიან მოუხდა ქართული წყალს და უგემრიელესი სასმელი მივიღეთ. ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ „WILDER“-ი კიდევ უფრო დიდი პოპულარობით ისარგებლებს.“ - აცხადებს კომპანია „ესარომის” დირექტორთა საბჭოს წევრი შტეფან მოლსი.

„WILDER“-ის კონკურენტუნარიანობის მიზეზი მისი ხარისხია, რაც მომხმარებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ქართულმა წყალმა სხვა კომპონენტებთან ერთად სასმელს განსაკუთრებული გემო არომატი და გამორჩეული თვისებები შესძინა“ - აცხადებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი ვასილ სულხანიშვილი. მისივე თქმით პირველ ქართულ ენერგეტიკულ სასმელზე მოთხოვნა ექსპორტზეც გაჩნდა. ასე რომ, ქართულ „WILDER“-ს მომდევნო კვირიდან ყაზახეთშიც დააგემოვნებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი პროდუქტის წარმოებაში ჩაშვება კომპანიას 5 მლნ ლარი დაუჯდა. 1 ქილა „WILDER-ის ფასი მხოლოდ 2 ლარია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100