არქეოლოგების ახალი აღმოჩენით, ხოხობი პირველი „თბილისელი“ არ არის...
ქართველი არქეოლოგების ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, თბილისის დაარსების ისტორია შეცვალოს.
მეტეხის ხიდთან, 40 მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის დროს არქეოლოგებმა უძველესი დედა-ციხის ნაშთებს მიაკვლიეს.
აღმოჩენილია ციხის გალავანი, რომელიც ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდისაა, ასევე სასახლის უფრო ძველი ფენები, რომელიც გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ პერიოდს მოიცავს.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ აღმოჩენის საფუძველზე შესაძლოა, ყველასთვის კარგად ნაცნობი ამბავი თბილისის დაარსების შესახებ სრულიად შეიცვალოს, რადგან აღმოჩენა იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ამ ტერიტორიაზე ციხე-ქალაქი უფრო ადრე არსებობდა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამავე ტერიტორიაზე აბანოებსაც მიაკვლიეს, რომელიც I-II საუკუნეების ანტიკური პერიოდით თარიღდება.
სპეციალისტები იმ ნივთებსაც სწავლობენ, რომლებიც დედა-ციხის ტერიტორიაზე სამარხების გათხრის დროს იპოვეს.
არქეოლოგიურ სამუშაოებს საპატრიარქო და ეროვნული მუზეუმი ერთობლივად ატარებენ. ექსპედიციას თბილისის მერია აფინანსებს.
კომენტარი