თმის ლამინირება სახლის პირობებში - ყველაზე ეფექტური ნიღბების რეცეპტი
ხშირად ქალის თმა კარგავს ბზინვარებას და იწყებს გახუნებას. თმის ღერების გამოფიტვის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუმცა ფაქტია, რომ მისი აღდგენა პირვანდელი სახის დაბრუნება ძვირი სიამოვნებაა - სილამაზის სალონებში ამ პრობლემას თმის ლამინირებით აგვარებენ და გარდა იმისა, რომ იაფი არ ჯდება, ის მხოლოდ 5 კვირას ძლებს.
ჩვენ გასწავლით, თუ როგორ გაიკეთოთ თმის ლამინირება სახლის პირობებში, რომელიც საკმაოდ ხარისხიანი და თანაც იაფია:
თმის ლამინირება ჟელატინით
თქვენ დაგჭირდებათ ჟელატინის ერთი სუფრის კოვზი მშრალი ფხვნილი. მოათავსეთ იგი ღრმა ჭურჭელში და დაასხით 3-4 კოვზი მდუღარე წყალი. კარგად მოურიეთ, რათა ბოლომდე გაიხსნას ჟელატინი წყალში. ამის შემდეგ დააცადეთ 20 წუთი. მიღებულ მასას დაუმატეთ სპეციალური თმის ნიღაბი დაახლოებით ნახევარი სუფრის კოვზი და ისევ მოურიეთ სანამ ერთგვარ სქელ მასას არ მიიღებთ. დაიტანეთ ეს ნიღაბი ახალდაბანილ თავზე (დაბანისას აუცილებლად უნდა გქონდეთ გამოყენებული თმის კონდიციონერი) ისე, რომ მასა თმის ძირებს არ შეეხოს. შეიფუთეთ თმა პოლიეთილენის ცელოფნით და შემდეგ პირსახოცით. 20 წუთის განმავლობაში ფენი მიმართეთ შეფუთულ თმაზე. ამის შემდეგ კიდევ ერთი საათი დაიტოვეთ თმაზე ნიღაბი და მერე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თმის ლამინირება ქოქოსის ზეთით
ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ 1 სადილის კოვზი ჟელატინი, 50 გრამი ქოქოსის ზეთი, 2 წვეთი ილანგ-ილანგი.
ისევე როგორც წინა რეცეპტში აღვნიშნეთ, იმისთვის რომ ჟელატინი წყალში გაიხსნას, 1 კოვზ ჟელატინის ფხვნილს უნდა დაასხათ 3-4 კოვზი ადუღებული წყალი მორევის შემდეგ 20 წუთი დატოვოთ. მიღებულ მასას გამდნარი ქოქოსის ზეთს შეურევთ და კარგად მოურევთ. ნიღაბი დაიტანეთ თმაზე ისე, რომ ძირებს არ შეეხოს. შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის ცელოფნით და ზემოდან მოიხვიეთ პირსახოცი, 20 წუთის განმავლობაში თმის ფენი მიმართეთ შეფუთულ თმაზე. ამის შემდეგ ერთ საათზე ცოტა მეტ ხანს გაიჩერეთ ნიღაბი თმაზე და მერე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კომენტარი