თბილისში დენი გაძვირდა - რამდენი თეთრით მოიმატა ელექტროენერგიის გადასახადმა?
თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის
გადასახადი გაიზარდა.
სემეკ-ის
დღევანდელი გადაწყვეტილებით,
ელექტროენერგიის შესყიდვის
საუშალო შეწონილი
ფასი , რომელიც
იყო 5.480 თ/კვტსთ და
ამჟამად 11.173 თ/კვტსთ გახდა.
შესაბამისად მოიმატა
დედაქალაქში სამომხმარებლო
ტარიფმა.
საქართველოს
ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების
მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების
მიხედვით,
დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 11.000 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 14.400 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200
თ/კვტსთ.
ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, "თელასმა" კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის
გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის
გადაცემის
ტარიფის ზრდა დაასახელა.
კომენტარი