რომელი ზოდიაქოს ნიშანი ხართ მესოამერიკული ასტროლოგიის მიხედვით
მესოამერიკა, ანუ კოლუმბამდელი ამერიკა ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებულიკონტინეტი იყო, სადაც სხვა და სხვა ცივილიზაციებს (ტოლტეკები, ოლმეკები, აცტეკები, ინკები, მაია,სიუ, აპაჩები, იროკეზები და ა. შ.) უდიდესი ცოდნა გააჩნდათ. მესოამერიკული ასტროლოგიაგანვითარებული იყო თითქმის ყველა ცივილიზაციაში, ამისათვის მხოლოდ მაიას ცნობილი კალენდრისგახსენებაც კმარა.
გთავაზობთ მესოამერიკულ ზოდიაქოს, რომლის მიხედვით გაერკვევით, თუ რომელზოდიაქოს ნიშანს ეკუთვნით და ხასიათის რა თვისებებს განიჭებთ.
შევარდენი (21 მარტი – 19 აპრილი) ხასიათის ძირითადი თვისება: იმპულსურობა. პოზიტური თვისებები: მოხერხებულობა, სიახლისადმი გახსნილი, თავგადასავლების მოყვარული. ნეგატიური თვისებები: მოუთმენელი, ეგოისტი, ტრაბახა. ფერი: ყვითელი, მწვანე
თახვი (20 აპრილი – 20 მაისი) ხასიათის ძირითადი თვისება: ორგანიზებულობა. პოზიტური თვისებები: შრომისმოყვარე, მონდომებული, ობიექტური, გამტანი. ნეგატიური თვისებები: მოუქნელობა, სიხისტე, მოუთმენლობა, სიზარმაცე. ფერი: ყვითელი
ირემი (21 მაისი – 20 ივნისი) ხასიათის ძირითადი თვისება: სისხარტე. პოზიტური თვისებები: იუმორის გრძნობა, მეგობრულობა, ინტელექტუალურობა. ნეგატიური თვისებები: სიზარმაცე, არასტაბიკლურობა, შფოთვა, მოწყენილობა. ფერი: ფორთოხლისფერი
კოდალა (21 ივნისი – 21 ივლისი) ხასიათის ძირითადი თვისება: მაღალი მოთხოვნილებები. პოზიტური თვისებები: თანაგრძნობა, შემოქმედებითობა, კრეატიულობა, ყაირათიანობა, ალერსიანი. ნეგატიური თვისებები: პირქუში, დაძაბული, ბრაზიანი. ფერი: ვარდისფერი
ორაგული (თართი) (22 ივლისი – 21 აგვისტო) ხასიათის ძირითადი თვისება: მომთხოვნი. პოზიტური თვისებები: შემოქმედებითი, დისულოვანი, ხელგაშლილი ნეგატიური თვისებები: მოუთმენელი, ამპარტავანი, დოგმატური, დესპოტური. ფერი: წითელი
დათვი (22 აგვისტო – 21 სექტემბერი) ხასიათის ძირითადი თვისება: ტაქტის გრძნობა. პოზიტური თვისებები: აკურატული, განსჯის უნარი, გაწონასწორებულობა, ლოგიკურობა. ნეგატიური თვისებები: `ჩაციკლული~, პირფერი, ხისტი, ბუზღუნა ფერი: ყავისფერი, იისფერი
ყვავი (ყორანი) (22 სექტემბერი – 22 ოქტომბერი) ხასიათის ძირითადი თვისება: თანამშროლობის უნარი. პოზიტური თვისებები: დიპლომატიურობა, რომანტიულობა, იდეალიზმი. ნეგატიური თვისებები: ზედმეტად მიმნდობი, გაუბედავი, კომფორტის ზედმეტად მოყვარული, ბუტია. ფერი: ლურჯი
გველი (23 ოქტომბერი – 22 ნოემბერი) ხასიათის ძირითადი თვისება: ცოდნის წყურვილი. პოზიტური თვისებები: შემოქმედებითი, მიზანდასახული, გამჭრიახი. ნეგატიური თვისებები: ბუტია, გასაიდუმლოებული, ჯიუტი, უნდობი. ფერი: იისფერი
ბუ (ცხენ-ირემი, დომბა) (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი) ხასიათის ძირითადი თვისება: გულწფელობა. პოზიტური თვისებები: კეთილსინდისიერება, ადაპტაციის უნარი, იღბლიანობა. ნეგატიური თვისებები: უტაქტობა, შფოთვა, სულსწრაფი, შემაწუხებელი. ფერი: ოქროსფერი
ბატი (22 დეკემბერი – 19 იანვარი) ხასიათის ძირითადი თვისება: სიმკაცრე. პოზიტური თვისებები: მდგრადობა, წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარი. ნეგატიური თვისებები: პესიმიზმი, ეგოიზმი, სიუხეშე. ფერი: თეთრი
წავი (20 იანვარი – 18 თებერვალი) ხასიათის ძირითადი თვისება: კაცთმოყვარეობა. პოზიტური თვისებები: კარგი აღქმის უნარი, გამომგონებლობა, რეფორმატორული აზროვნება, ორიგინალურობა. ნეგატიური თვისებები: ექსცენტრიკულობა, უტაქტობა, სიჯიუტე. ფერი: ვერცხლისფერი
მგელი (პუმა) (19 თებერვალი – 20 მარტი) ხასიათის ძირითადი თვისება: მიმნდობი. პოზიტური თვისებები: ადაპტაციის უნარი, ყურადღებიანობა, თანაგრძნობის უნარი. ნეგატიური თვისებები: არაპრაქტიკულობა, მერყეობა, ქაოტური. ფერი: ლურჯი, მწვანე.
კომენტარი