პატრიარქი გერმანიაში სამედიცინო გამოკვლევისთვის მიემგზავრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 21 იანვარს გერმანიაში გაემგზავრება.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, პატრიარქი სამედიცინო გამოკვლევისთვის მიემგზავრება, სადაც გეგმიურ სამედიცინო შემოწმების კურსს გაივლის.
კომენტარი