12 წლის გოგონა იმ ავტომობილმა გაიტანა, რომელშიც მამამისი იჯდა
საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შოტლანდიაში, ქალაქ მოტერუელში - 12 წლის გოგონა იმ ავტომობილმა გაიტანა, რომელშიც მსხვერპლის მამა იჯდა - წერს გამოცემა Daily Mail.
ები მაკლარენი სკოლის ავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლისკენ მიდიოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველი და გოგონას მეზობელი აცხადებს, მან საშინელი ხმა გაიგონა, გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა ძირს დავარდნილი მოზარდი, ავტომობილიდან კი მამაკაცი გადმოხტა და გოგონას დანახვისას დგილზე გაიყინა.
"ის პარალიზებულივით იდგა ერთ ადგილას, ვერ მივიდა გოგონასთან და ვერც ამბობდა რამეს, უბრალოდ შოკისგან გაშეშებული იყო" - აღნიშნა მეზობელმა.
როგორც გაირკვა, გარდაცვლილი გოგონას მამა იმ ადამიანთან ერთად იჯდა ავტომობილში, რომელიც საჭეს მართავდა. სასწარფო დახმარების მოსვლისას გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მედიკოსებმა მისი დახმარება ვეღარ შეძლეს - იგი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ავტომობილის 38 წლის მძღოლი დააკავეს, რომელიც უბედური შემთვევის შემდეგ ძალ-ღონეს არ იშურებდა გოგონას გადარჩენისთვის. სკოლასთან, სადაც ები სწავლობდა, მოსწავლეებმა ყვავილები მიიტანეს, რათა პატივი მიაგონ გარდაცვლილის ხსოვნას.
კომენტარი