სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნუთუ გირგვლიანი თქვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ქეისი იყო? ზაზა სარალიძეს რატომ არ ეხმარებით? ვაკე არაა აღშფოთებული და გოიმური ქეისია"?!

ნანუკა ჟოღჟოლიანი მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში:

აი, ის ხალხი, ვისთვისაც გირგვლიანის საქმე, პოლიტიკაში მოსვლის გზა იყო, დღეს, რატომ არიან ჩუმად?! იმიტომ რომ თბილ სავარძლებში სხედან?! ყველა მტკიცებულება არსებობს რომ მაღალჩინოსანი მტკიცებულებებს აქრობს, საქმეს სპობს, მხოლოდ იმიტომ რომ მისი შვილი ფიგურირებს საქმეში. მე უბრალოდ ვეკითხები დღევანდელ ხელისუფლებას და მაშინდელ ოპოზიციას, ნუთუ გირგვლიანი თქვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ქეისი იყო? კარგად საყვირალი თემა? ნუთუ, ირინა ენუქიძეს გულწრფელად არ გულშემატკივრობდით?! და თუ კი, მაშინ ზაზა სარალიძეს რატომ არ ეხმარებით საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართოს?! რითი ვერ მოიგო თქვენი გული? ვაკე არაა აღშფოთებული და გოიმური ქეისია?! თეა წულუკიანისთვის სინდისის საქმე მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაული იყო?! ანუ, მისი სინდისიც პოლიტიკურ სარგებელზე გადის?! ნუ, სადაც კრიმინალებზე, იქაც ორმაგ სტანდარტზე ალბათ“- წერს ტელეწამყვანი.

შეგახსენებთ, რომ სოცილურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამის განცხადება გავრცელდა:

დიახ ეს კაცი მე ვარ,ზაზა სარალიძე, სადისტურად მოკლული დავით სარალიძის მამა.

ყველა პოლიტიკურ პარტიას შევხვდები,ყველა ადამიანს შევხვდები და ყველას მივმართავ თხოვნით,არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის პოზიცია და ოპოზიცია,უმრავლესობა და უმცირესობა,ჩემი თხოვნა სრულიად საქართველოს მოსახლეობისკენაა მიმართული და არა კონკრეტულ პირებისკენ და პარტიებისკენ.

მივმართავ თხოვნით საქართველოს მოსახლეობას და ყველა პარტიას მათ შორის მმართველ გუნდს,რომ დამიდგეთ გვერდით და ამ უსამართლო ქვეყანაში მაპოვნინოთ სიმართლე.

მივმართავ ხორავას ტრაგედიის მონაწილე მოზარდების მშობლებს,რომ ნებისმიერი იქ მყოფი შეიძლებოდა მსხვერპლი ყოფილიყო და დათოს ბედი გაეზიარებინათ.

მივმართავ იმ პირებს ვინც ნებსით თუ უნებლიეთ გახდნენ მოწმენი ამ უბედურების.

გთხოვთ დამიდგეთ გვერდით და ჭეშმარიტებას ავხადოთ ფარდა.

დათოს უკან ბევრი მოზარდი დგას,რომლებიც შურისძიებით არიან შეპყრობილები არა მარტო მკვლელების მიმართ არამედ იქ მომაწილე ყველა პირის მიმართ.

გთხოვთ დამიდგეთ გვერდით და აღმოვფხვრათ ერთობლივად ეს მარაზმი რათა არ მოყვეს გაგრძელება და კიდევ სხვა მშობელმაც არ გაიზიაროს ჩემი ოჯახის ტკივილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100