სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობას დროებით ვახტანგ კაპანაძე შეასრულებს, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, თავდაცვის სამინისტრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და მის გუნდს ჰქონდა დეკლარირებული. გაგრძელდება ამჟამად მიმდინარე სამხედრო ბაზების მონიტორინგი, რომელსაც თავად მინისტრი ახორციელებდა.

თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად. ამ მიმართულებით შეხვედრების პირველი რაუნდი ბრუსელში გაიმართება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს გენერალ გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამრთლომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100