სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ სტურუა მოსკოვის Et Cetera – ში წავიდა

რობერტ სტურუამ მოსკოვის თეატრ “Et Cetera”-ში მოწვეული მთავარი რეჟისორის სტატუსით მუშაობა დაიწყო.

“მოსკოვში ვარ, თეატრ “Et Cetera”-ს მოწვეული მთავარი რეჟისორი გახლავართ. არ დამიწყოთ კამათი. მეც ადამიანი ვარ, მეც მჭირდება ხელფასი, ოჯახი რომ ვარჩინო. ნოემბერში კი ლონდონში მივემგზავრები – დადგმაზე უნდა მოვილაპარაკოთ”-ამბობს რობერტ სტურუა FACEBOOK-ზე, საკუთარ გვერდზე.

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანების შედეგად გაათავისუფლეს.

ნიკა რურუას განცხადებით, სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მის მიერ გამოთქმული “ეთნიკური მეტაფორების” გამო გათავისუფლდა.

“სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყებენდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს”, – განაცხადა რურუამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100