გივი სიხარულიძემ ვლადიმირ პუტინს 7 სმ–ით „აჯობა“
„გინდათ, გაერთოთ პუტინთან ერთად?“
„გართობის გარდა, გნებავთ შეეხოთ კიდეც მას?“ – მსგავსი შეკითხვებია ჩამოწერილი იმ სარეკლამო ბუკლეტებზე, რომლებიც დღეს მოსკოვში, ახალ არბატზე დარიგდა და რომელზეც ანფასითა და პროფილით მდგარი რუსეთის პრემიერია გამოსახული. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი ყურადღება არც პუტინის ტანზე და არც კუნთებზე არაა გამახვილებული: თოჯინების ეროტიკული თეატრი მაყურებელს სპექტაკლზე ეპატიჟება...
მსახიობ გივი სიხარულიძეს, „უძინართა მზის“ ცნობილი, 25 სმ–ის სიგრძის მამაკაცური ღირსების მქონე გმირით კვლავაც შეუძლია იამაყოს: გივი სიხარულიძემ რუსეთის პრემიერს „სულ რაღაც“ 7 სმ–ით „აჯობა“ – თოჯინების ეროტიკულ სპექტაკლს „18 სანტიმეტრი“ ჰქვია. პლაკატზე, რა თქმა უნდა, სწორედ იმაზეა მინიშნება, რასაც გივი სიხარულიძის გმირი ფილმში კრიმინალურ „ავტორიტეტებს“ სთავაზობს...
სპექტაკლი ყოველი კვირის ბოლოს ეროტიკული ხელოვნების მუზეუმში მდებარე კაფეში „Точка G“ გახლავთ დაანონსებული. მუზეუმის მფლობელი ალექსანდრე დონსკია.
ბუკლეტში რუსეთის მთავარ თვრამეტსანტიმეტრიანთან გართობის ფასებიცაა მითითებული: მაგიდა ორისთვის 2.000 რუსული რუბლი, ხოლო მხიარული კამპანია 6 კაცის შემადგენლობით 5.000 რუბლი ღირს.
კომენტარი