სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 დაზარალებული და 6 თავდამსხმელი - მკვლელობის მცდელობები სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა 25 ნოემბერს, 19:00 საათზე სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი პირი: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირალიშვილი. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ავტომაგისტრალზე დააკავეს. ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

დაჭრილი პირები შემთხვევის ადგილიდან მარნეულში, ,,ჯეო–ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, ორი მათგანი - მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი - საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

გამოძიებას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100