სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა ოკუპანტებმა თაგილონის ბაზა ჩაიბარეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს გალის რაიონის სოფელ თაგილონის სამხედრო ბაზა ჩაიბარეს.

როგორც "პირWელს" გალის რაიონიდან აცნობეს, ადგილზე სამხედროების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.

"ბაზის ჩასაბარებლად რუსი გენერალი ჩამოვიდა, რომელსაც 50-მდე სამხედრო მანქანა ახლდა. ეს ბაზა ყველაზე დიდია გალის რაიონში", - განუცხადა "პირWელს" წყარომ.

შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში სამხედრო ბაზების ჩაბარების შემდეგ იქ ჯამში 7000-მდე სამხედრო მოხელის, მათი ოჯახების წევრებისა და მომსახურე პერსონალის ჩასახლება იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100