სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტივ ჯობსის სიცოცხლის ბოლო წუთები მისმა დამ გაიხსენა

სტივ ჯობსის და, მწერალი მონა სიმპსონი, ძმის უკანასკნელ წუთებზე და უკანასკნელ სიტყვებზე ჰყვება. გაზეთ New York Times–ში სტენფორდის უნივერსიტეტის ეკლესიაში წარმოთქმული პანერგირიკი გამოქვეყნდა.

სიმპსონი ყვება, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ძმამ დაურეკა და სასწრაფოდ მასთან სახლში, პალო არტოში მისვლა სთხოვა. სტივმა დასთან გამოთხოვება ტელეფონით დაიწყო, მაგრამ მონამ შეაწყვეტინა და დაჰპირდა, რომ მივიდოდა.

როდესაც სიმპსონი ჯობსის სახლში შევიდა, მისი ძმა ოჯახის წევრების გარემოცვაში დახვდა. სტივი და მისი მეუღლე, ლორენი საუბრობდნენ, ხუმრობდნენ კიდეც. „გამომშვიდობებისას მწუხარება გამოთქვა, რომ ერთად ვერ დავბერდებით“. – ჰყვება მონა.

სიმპსონი ყვება, რომ სტივის სუნთქვის რიტმი თანდათან შეიცვალა. დიდი ხნის განმავლობაში უყურებდა შვილებს და მეუღლეს. უკანასკნელ სიტყვას იმეორებდა „ოჰ–ოჰ–ოჰ“.

სტივ ჯობსი ხანგრძლივი ავადყოფობის შემდეგ ამ წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. ექვსი წლის წინ, სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე მან პირველად განაცხადა, რომ ავადაა და ნებისმიერ დროს შეიძლება დაიღუპოს. „ალბათ სიკვდილი ცხოვრების საუკეთესო გამოგონებაა“ – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას სტივ ჯობსმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100