სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,პროკურატურას საზოგადოებრივი აზრი უმყარებს ზურგს, მტკიცებულება კი არ არსებობს’’

ის რომ საზოგადოებრივი მოსაზრება არსებობს, რომ ახალაია დაიჭირონ და ნებისმიერ რაღაცაზე იჯდეს ციხეში - მესმის," -განაცხადა შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე მიცემულ სიტყვაში.

მისი თქმით, მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულება უმყარებს ზურგს პროკურატურას, მტკიცებულები კი არ არსებობს.
,,აი, აქ ვინც სხედან, ჩემთან ერთად ბრალდებულები, მათ ჰქონდათ ორი არჩევანი - ან მიეცათ ჩვენება ჩემს წინააღმდეგ და ყოფილიყვნენ მოწმეები, ან არ მიეცათ ჩვენება და ყოფილიყვნენ ბრალდებულები. ძალიან რთული არჩევანია.

მე ვიცი კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც ასევე კონკრეტულ ადამიანებს უთხრეს, ან მისცემთ აი ასეთ ჩვენებას, ან იქნებით ბრალდებულებიო. და რამდენი ასეთი მოწმეა კიდევ აქ, ეგ ნელ-ნელა გამოჩნდება.

არაფერია სერიოზული ამ საქმეში, და ის რომ საზოგადოებრივი მოსაზრება არსებობს, რომ ახალაია დაიჭირონ და ნებისმიერ რაღაცაზე იჯდეს ციხეში - ეგ მესმის, და ეს თუ უმყარებს პროკურატურას ზურგს, ამ მოსაზრებით არის აქ მოსული და ამით ზურგგამყარებულს მოაქვს ეს აბსურდული ბრალდებები - ეგეც გასაგებია,"- აცხადებს ახალაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100