საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სავაჭრო კომპლექსი - “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნება
26 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქის ცენტრში, ვაჟა-შაველას N70-ში სავაჭრო კომპლექსი - “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნება. 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქვს ინოვაციური დიზაინი და წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპლექსს. „სითი მოლი საბურთალო“ 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს მოიცავს. მასში განთავსებულია საქართველოში უდიდესი კინოთეატრი-“კავეა სითი მოლი” ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი “ScreenX” დარბაზით. შენობაში განთავსებულია უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობი და ბოულინგის ცენტრები, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, ასევე სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდული მაღაზიები. სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით.
„საქართველოს ბანკი ხელ უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ძლიერი ეკონომიკის საწინადარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ მხარს ვუჭერთ თბილისში საკმაოდ მასშტაბური ახალი სავაჭრო ცენტრის პროექტის განხორციელებას. გვჯერა, რომ IG Development Georgia-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება “- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.
ინფორმაციისთვის, პირველად საქართველოში, „სითი მოლი საბურთალოს“, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს და იშოპინგოს ცენტრში განთავსებულ პრემიუმ კლასის სივრცეში, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ცნობილი წამყვანი ბრენდების კონცეპტუალური მაღაზიები. 2019 წლის ბოლომდე სავაჭრო და გასართობ ცენტრში გაიხსნება ცნობილი საერთაშორისო ბრენდების კვების ობიექტები. წლის ბოლომდე ფუნქციონირებას დაიწყებს სავაჭრო და გასართობ ცენტრთან არსებული „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.
კომენტარი