სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, სადაც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა უკვე სამი მედალი მოიპოვა - 81 კგ-ში ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი გახდა, 73-კგ-ში ვერცხლის მედალი ბექა დონღვანმა დაისაკუთრა, ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის დაუფლება ლევან გუგავამ შეძლო.

ჩემპიონმა ღვინიაშვილმა ფინალამდე ოთხივე ორთაბრძოლა სუფთად მოიგო, ფინალში კი უკრაინელ ზუსკო ბოჰდანს დაუპირისპირდა და მასაც სუფთად აჯობა.
ფინალამდე დამაჯერებლად იჭიდავა მეორე ქართველმა ფინალისტმა ბექა დონღვანმაც, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში რუს სულეიმან ვიშეგუროვთან წააგო.

ლევან გუგავა კი მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი კანადელ ლუის კრიებერს მოუგო.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100