გელა სამხარაული: მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობას სახელმწიფო არა მხოლოდ სეზონური სუბსიდირებით, არამედ კომპლექსურად ცდილობს
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა სამხარაული 4 წლიანი მოღვაწეობის ანგარიშითა და სამომავლო გეგმებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: რუისპირის, ახატელისა და თეთრიწყლების მოსახლეობის წინაშე წარსდგა.
გელა სამხარაულმა ყურადღება, ხელისუფლების მიერ გატარებულ, თვითმმართველობის რეფორმის შედეგად მიღებულ პოზიტიურ ტენდენციებზე გაამახვილა. მისი თქმით, თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებისა და ცაკლე თელავის თემის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუჯეტში თანხები მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების საჭიროებებისთვის.
მოსახლეობის ინტერესი მოახლოებულმა რთველმა გამოიწვია. გელა სამხარაულის განმარტებით, მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით სუბსიდირება „რთველი 2016“-ის ფარგლებშიც განხორციელდება.
„ მევენახეთა დახმარებასა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობას სახელმწიფო არა მხოლოდ სეზონური სუბსიდირებით, არამედ კომპლექსურად ცდილობს. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია აგროდაზღვევის პროგრამის ფუნქციონირება. ასევე, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები დანადგარების ამოქმედება, რამაც ყურძნის მოსავალი საგრძნობლად გაზარდა. საყურადღებოა უწყებრივი კადასტრის პროგრამის დაწყება, რომელიც კახეთის რეგიონში ეტაპობრივად განხორციელდება და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს დაარეგულირებს. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოლულარიზაციას. საკითხისადმი მსგავსი მიდგომების შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მევენახეებმა, კახეთში 400 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
(R)
კომენტარი