სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წელიწადის დრო და ქალის ხასიათი

ზაფხული

ამ პერიოდში დაბადებულ ქალებს ფართო სული აქვთ. კეთილები, გულისყურიანები და გამგებნი არიან. არ ახასიათებთ მეწვრილმანეობა და ცინიზმი. გულუხვობა, ოპრიმიზმი, პოსიტიური ნატურა, ეს მათი ხასიათის შტრიხებია. მათთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა.

ახასიათებთ განწყობის რადიკალური ცვლილება, არიან ზედმეტად ემოციურები და არასოდეს იცი რომელი ემოციის ნიაღვარი წამოვა მათგან. არ მოსწონთ კრიტიკა, არიან იმპულსურები, ფეთქებადნი და ექცევიან შთაბეჭდილებების ქვეშ. იციან ახლობლებისა და მეგობრებისთვის ნერვების მოშლა, თუმცა პუბლიკაში თავშეკავებულნი არიან მაშინაც კი თუ ძლიერ გააბრაზებთ. ადვილად ფეთქდებიან თუმცა ადვილადვე წყნარდებიან.

მიზანმიმართულად და ჯიუტად აგებენ საკუთარ კარიერას (მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სოციალური სტატუსი და ფულის საკითხები) მზად არიან საქმეში რისკზე წავიდნენ თუმცა მათთვის უცხოა შრომისმოყვარეობა.

ადვილად აღგზნებადი სექსუალური პარტნიორები არიან და ძალიან აქტიურები საწოლში.

შემოდგომა

ემოციურად ყველაზე მომწიფებული ნატურები არიან. არ არიან დეპრესიისკენ მიდრეკილნი. გეჩვენებათ თითქოს ისინი სამყაროს რაღაც საიდუმლო ცოდნითა და გამოცდილებით მოევლინნენ. არიან ძალიან ბრძენი, დიპლომადი და მოაზროვნე პერსონები.

ახასიათებთ აუჩქარებელი, რაციონალური ცხოვრების სტილი და არასოდეს არსად არ ეჩქარებათ, წინასწარ საზღვრავენ ყოველ ნაბიჯს, აფასებენ რისკებსა და მოსალოდნენ შედეგებს. არ ამართლებენ ავანტურას, არიან კონსერვატიულები საკუთარ შეხედულებებში.

აქვთ გაწონასწორებული, თავშეკავებული ხასიათი, უკიდურესად რთულია მათი წყობიდან გამოყვანა, იშვიათად შედიან კონფლიქტში, ეძებენ კმაყოფილებას არა გარშემომყოფ ადამიანებსა და ნივთებში არამედ ბუნებაში. ბეჯითნი და პრინციპულები არიან. ყველაზე მეტად აფასებენ სტაბილურობას.

შეუძლიათ მატერიალური სარგებელი სულიერზე მაღლა დააყენონ და ეს ეხება არა მხოლოდ კარიერას არამედ პირად ურთიერთობებსაც.

შემოდგომის ქალების განმასხვავებელი შტრიხ გახლავთ მრავალრიცხოვანი კულინარიული ტალანტები.

ზამთარი

წელიწადის ყველაზე მკაცრი დროა, ამიტომ ამ პერიოდში დაბადებული ქალბატონები ძლიერი ნებისყოფითა და ყოვლისშემძლე ტალანტებით გამოირჩევიან.

აქვთ მამაკაცური სტრუქტურით მოწყობილი ტვინი და ხასიაათი, რაც მათ გადაწყვეტილებების მიღების უნარს, მიზანდასახულობას, სიჯიუტეს, უშიშრობასა და შრომისმოყვარეობას სძენს. მათი დაბნევა რთულია, არც კი ეცადოთ მათით მანიპულირებას. გამოირჩევიან თავისი ამტანობითა, არამხოლოდ ფიზიკურად არამედ ნერვული სისტემის კუთხითა და საკუთარი გრძნობების კონტროლშიც. ეს თვისებები მათ შესანიშნავი კარიერის აწყობაში ეხმარებათ.

პატივმოყვარეები არიან და საკუთარი თავის გარშემო პიროვნების კულტის შექმნას ცდილობენ.

რაც უფრო ახლოსაა დაბადების თარიღი ზამთრის შუა რიცხვებთან მით უფრო მიდრეკილია ადამიანი მარტოობისკენ. მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს მარტო, აფასებს პირად სივრცეს და რთულად უშვებენ იქ სხვა ადამიანებს. არ ღირს მისგან სინაზის ლოდინი, მაგრამ თუ გააჩენთ ვნების ნაპერწკალს, მაშინ ის სწრაფად აალდება და ყინულს გაადნობს სინაზის შრემდე. საწოლში მათთან ერთად ძალიან ცხელა.

გაზაფხული

რომანტიული და ხელოვანი ნატურები არიან, აქვთ ტალანტი. უფრო წასაყვანები ვიდრე წამყვანები. როგორც პირად ასევე კარიერულ სფეროში მათთვის ცხოვრებაში მთავარია იპოვონ პარტნიორი, თანამგზავრი რომელიც გახდება მათი მეურვე და მიმართავს ენერგიას სწორი კუთხით. ასეთი ადამიანის პოვნიშ შემთხვევაში ისინი იფურჩქნებიან და შეუძლიათ ბევრს მიაღწიონ ცხოვრებაში.

მათ არ ახასიათებთ ადამიანების მართვა, ინიციატივის გამოვლენა ან საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ურჩევნიათ მოერგონ სიტუაციას.

ძალიან უყვართ კომპლიმენტები, რადგან არის მასში რაღაც პატივმოყვარეობის მარცვალი.

არაჩვეულებრივი ორატორები არიან და ბევრი ლაყბობა უყვართ, ჭორების სფეროში ოსტატები არიან და ეს თვისება ზაფხულში დაბადებულ მამაკაცებსაც აქვთ.

არაჩვეულებრივი ინტუიციის წყალობით ხშირად წინასწარმეტყველური ნიჭიც აქვთ.

სექსუალურ ცხოვრებაში მათთვის არ არსებობს ტაბუ და აკრზალვა, უყვართ ეროტიული ექსპერიმენტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100