მოსკოვში დაკავებული "რუსთავი-2"-ის ოპერატორი გაათავისუფლეს
რუსთავი 2-ის ოპერატორი დღეს გამთენიისას გაათავისუფლეს. ამის შესახენ ინფორმაციას თავად ტელეარხი ავრცელებს. იგი ოქმის შედგენისა და 500 რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაუშვეს.
მოსკოვისა და პეტერბურგის აქციებზე წუხელ 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს, რომლებიც არჩევნების შედეგებსა და პუტინის რეჟიმს აპროტესტებდნენ.
დაპატიმრებულია ოპოზიციის თითქმის ყველა ცნობილი აქტივისტი. მათ შორის იყო ბორის ნემცოვიც, რომელიც მოგვიანებით გაანთავისუფლეს.
სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ადამიანის უფლებათა დამცველი ლევ პონომარიოვი, "იაბლოკოს" ლიდერი სერგეი მიტროხინი, სხვადასხვა ოპოზიციონერები და "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკოც.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს 15-დღიანი პატიმრობა და 1000 რუბლის ჯარიმა ემუქრებათ.
მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე 1000-მდე ომონის წარმომადგენელი იყო მობილიზებული.
კომენტარი