სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ღირს წაკითხვად: წერილი ცოლისგან ქმრის საყვარელს

ძვირფასო, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემმა ქმარმა ამ წერილის შესახებ არაფერიიცისშემთხვევით უყურადღებოდ დატოვებული მობილური, წაუშლელი მესიჯები დაყველაფერიმე ვიცი თქვენი არსებობის შესახებ და ინტერესით ვადევნებ თვალს, აგერ უკვემეოთხე თვეა თქვენი სერიალის მომდინარე მოვლენებს.

მიზეზი, რამაც მიბიძგა, მომეწერა თქვენთვის, არ არის არც ეჭვიანობა და არც საკუთრებისდაცვა. უბრალოდ, სერიალი, რომელიც პირველი თვეები საკმაოდ საინტერესო საყურებელი იყო,მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა და მინდა დაგეხმაროთ, ის უფრო ოპტიმისტურ კალაპოტშიმოაქციოთ.

ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ერთმნიშვნელოვნად ყოჩაღი ხართ. საერთო ჯამში ტაქტიკა სავსებით სწორია. ჩემი ქმარი ძალიან ზარმაცია და თვითონ არანაირად არ გადასცდებოდა სწორ გზას და ფლირტს არ წამოიწყებდა. თქვენი დაჟინება და მიზანსწრაფულობა კი სწორედ ისაა, რაც ამ სიტუაციაშია საჭირო. ოღონდ ერთი პატარა "მაგრამ" არსებობს. არ ღირს ასეთი ტიპის მესიჯების გამოგზავნა: "დღეს სახლში ხომ არ მიმაცილებთ?", "ერთად ხომ არ გვესადილა?", "თეატრში ხომ არ გინდათ წასვლა?". ეს სრულიად უსარგებლო წყლის ნაყვაა. უყიდეთ ბილეთი და დაპატიჟეთ, რესტორანში შეუკვეთეთ მაგიდა და უხმეთ, ერთი სიტყვით, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ – ის ძალიან დაკავებული ადამიანია და თან, ზარმაცი, ამიტომ თავად არ იმოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ამ ტიპის მესიჯები: "მე თქვენ მინდიხართ", "უთქვენოდ ვიწყენ" ასევე კარგია, მაგრამ როცა უკვე მეოთხე თვეა ანალოგიურ პასუხს ვერ იღებთ, მხოლოდ ამას: "სამსახურში შეხვედრამდე", ნუთუ არ უფიქრდებით: "რატომ"? და ცოტათი რატომ არ ცვლით ტაქტიკას? მაშ ასე, შეცდომებზე: სამწუხაროა, მაგრამ მისი ცდუნების შანსები ჯერ ნაკლებად გაქვთ.

მეორე შეცდომა ის არის, რომ თქვენ ქერა ხართ, სწორი თმით. დიახ, მე ყურადღებით შევისწავლე თქვენი გვერდი "ფეისბუქზე", ადვილად გიპოვეთ და გათვალიერეთ. გეტყვით პირდაპირ, სიმპათიური ხართ. მაგრამ მას ერთი ქერათმიანი და პატარამკერდიანი უკვე ჰყავს. სახლში. და ჩემი მეტისმეტი სიგამხდრე, იმ დროს, როცა მას გამხდრები უყვარს, საერთოდ აცამტვერებს თქვენს უპირატესობებს. კაცებს კი მრავალფეროვნება უყვართ. საიდუმლოს გაგიმხელთ. მისი იდეალი წითურთმიანი, გრძელფეხება, დიდმკერდა ქალია. ასე რომ, საქმეს შეუდექით. დადექით მაღალ ქუსლებზე, თმა შეიღებეთ და პატარა ქირურგიული ოპერაციაც არ გაწყენდათ.

კიდევ, ეს შეცდომა არ არის, რამდენადაც უფრო თხოვნა. კონსპირაცია, კონსპირაცია და კიდევ ერთხელ კონსპირაცია. თქვენ რომ ღამის პირველ საათზე არ გზავნიდეთ მესიჯს, ნუთუ გამიჩნდებოდა მის ტელეფონში ძრომიალის სურვილი? არასოდეს. ხოლო როცა ქმარი ღამის პირველ საათზე იწყებს რაღაცის წერას ან, კიდევ უარესი, აივანზე გადის და ჩურჩულებს, შეუძლებელია, მის ტელეფონში არ ჩაძვრე, მით უმეტეს, როცა ასეთი ცნობისმოყვარე ვარ. ყველანაირი მოულოდნელი აღმოჩენები კი ძალიან მანერვიულობს. აი, ნერვიულობა, ძალიან არ მიყვარს.

იმედი მაქვს, ამიერიდან აღარ ვიგრძნობ თქვენს არსებობას მის ცხოვრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ყველა ამაღელვებელი მესიჯი მოხვდება ღრმად პატივცემული დიმიტრის ხელში, რომელიც, როგორც "ფეისბუქის" გვერდზე გიწერიათ, თქვენი კანონიერი ქმარია. თუმცა გულწრფელად მჯერა თქვენი კეთილგონიერების, რადგან არ მიყვარს უკიდურესი ზომები და თქვენი კანდიდატურაც მაკმაყოფილებს.

მომწონს, რომ გათხოვილი ხართ, რომ ჩემი ქმრის მონაცემებით, კეთილი ხართ, ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ ამ ურთულეს საქმეში – აცდუნოთ ჩემი ქმარი. თუ აცდუნებთ, აცდუნეთ, ოღონდ მე ნუღარ შემაწუხებთ.

ცოლი, რომელიც მის ქმარს ჯერ კიდევ უყვარს და ძაააალიან სჭირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100